ირაკლი კობახიძე - ვქმნით საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას, რაც სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძლიერი ინსტრუმენტი იქნება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიზნესის მხარდასაჭერად საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია იქმნება. მისი თქმით, უწყება როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ სტრატეგიულ პროექტებს დაეხმარება და კერძო საინვესტიციო ფონდებში თანხებს დააბანდებს.

დღეს ოფიციალურად წარვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას, რომლის შექმნითაც სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება, შესაბამისად, იზრდება კერძო სექტორის შესაძლებლობებიც და ამ პროცესს შემდგომი მხარდაჭერა ესაჭიროება.
„ამ წინსვლას, რაც გვაქვს ჩვენ ეკონომიკის სფეროში, მნიშვნელოვანი სტიმული მისცა 2014 წელს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ შექმნამ, რომელმაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანა. 2014-2025 წლებში სამთავრობო პროგრამებით 20 000-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა; განხორციელდა 8,5 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია და შეიქმნა დაახლოებით 90 000 სამუშაო ადგილი; მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 405 ათასიდან 544 ათასამდე გაიზარდა; პროდუქციის გამოშვებამ 14,8-დან 54 მილიარდს გადააჭარბა. საშუალო ზომის კომპანიებში შრომის ანაზღაურებამ 998-დან 2760 ლარამდე მოიმატა. ეს მაჩვენებელი მსხვილ კორპორაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების მაჩვენებელსაც აჭარბებს. მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის მოცულობა 1,3-დან 2,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ამ მიღწევების შესანარჩუნებლად უფრო ფართო და გრძელვადიანი ხედვა გვჭირდება. ბიზნესის გაძლიერებასთან ერთად, საჭიროა სახელმწიფო მხარდაჭერის მასშტაბის გაფართოებაც. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა უწყებაში დაგროვილი ცოდნისა და ფინანსური რესურსების გაერთიანებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ეს ცვლილება მხოლოდ სტრუქტურული გარდაქმნა არ არის. ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, კორპორაციას ექნება გაცილებით უფრო ფართო მანდატი და ის „არსებულ წარმატებულ გამოცდილებას დაეფუძნება და სხვა მექანიზმებთან ერთად გაერთიანების გზით თანამედროვე მასშტაბურ ინსტიტუციად ჩამოყალიბდება“.
„კორპორაცია მხარს დაუჭერს ისევე როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს, შენარჩუნდება უკვე ნაცნობი მექანიზმები და გაჩნდება დამატებითი ბერკეტები.
კორპორაცია ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარებას კერძო საინვესტიციო ფონდებში თანხების დაბანდებით.
საბოლოოდ მთავრობას ექნება კიდევ უფრო მოქნილი და მრავალმხრივი ინსტრუმენტები კერძო სექტორის გასაძლიერებლად.
ჩვენი პრიორიტეტია თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიპრემიერი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნით სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება; ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს
- რუსთავი 2პრემიერი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნით სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ინსტრუმენტი ყალიბდება
- პირველი არხისაქართველოში ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა – „ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს“
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც, ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც, ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც
- BM.GEეკონომიკის განვითარების კორპორაციას ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეუერთდება - ირაკლი კობახიძე
- POSTVპრემიერი: “საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნით სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება. ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს”
- POSTVირაკლი კობახიძე: “საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც. ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე”
ციტატები სტატიიდან
„არსებულ წარმატებულ გამოცდილებას დაეფუძნება და სხვა მექანიზმებთან ერთად გაერთიანების გზით თანამედროვე მასშტაბურ ინსტიტუციად ჩამოყალიბდება“
„კორპორაცია მხარს დაუჭერს ისევე როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს, შენარჩუნდება უკვე ნაცნობი მექანიზმები და გაჩნდება დამატებითი ბერკეტები. კორპორაცია ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარებას კერძო საინვესტიციო ფონდებში თანხების დაბანდებით. საბოლოოდ მთავრობას ექნება კიდევ უფრო მოქნილი და მრავალმხრივი ინსტრუმენტები კერძო სექტორის გასაძლიერებლად. ჩვენი პრიორიტეტია თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.