პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი“

ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ახლად შექმნილი საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია მომდევნო 10 წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი.

მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი“
POSTV

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე.

„ეს არის ამბიციური, გრძელვადიანი საინვესტიციო მიზანი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას, ახალი საწარმოების შექმნას, არსებული ბიზნესის გაძლიერებასა და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.

ჩვენი მიზანია, ბიზნესს განვითარების ყველა ეტაპზე, სახელმწიფოს სახით, ჰყავდეს ძლიერი და საიმედო პარტნიორი – პირველი იდეიდან საწარმოს შექმნამდე, წარმოების გაფართოებიდან საერთაშორისო ბაზრებზე გასვლამდე, მცირე ბიზნესიდან მსხვილ საინვესტიციო პროექტებამდე. ჩვენ გვინდა ეკონომიკა, რომელიც უფრო მეტს აწარმოებს, უფრო მეტს ყიდის საერთაშორისო ბაზარზე, ქმნის მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ეკონომიკური ზრდის შედეგებს საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თითოეულ ოჯახამდე მიიტანს. სწორედ ასეთ ეკონომიკას სჭირდება თანამედროვე განვითარების ინსტიტუტები, ძლიერი კერძო სექტორი და სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და მათი განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მობილიზება.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი ჩემს მოადგილეს, ირაკლი ნადარეიშვილს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ეფექტიანობის ზრდისთვის, ისევე, როგორც აღნიშნული რეფორმის ძალიან ეფექტიანად მართვისა და კორპორაციის ძალიან სწორი ფორმით ჩამოყალიბებაში.

მინდა, განსაკუთრებული წარმატება ვუსურვო კორპორაციის ახალ ხელმძღვანელს – ბატონ ირაკლი გაბრიაძეს და მის გუნდს. ჩვენ ძალიან დიდი ამოცანები, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის, კორპორაციის ძალისხმევით, ძალიან ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეძლებს მონაწილეობა მიიღოს მსხვილი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, გამოიყენოს ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, გასცეს სესხები, განახორციელოს წილობრივი ინვესტიციები - მარიამ ქვრივიშვილი
  2. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი
  3. იმედინიუსისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვინდა ეკონომიკა, რომელიც უფრო მეტს აწარმოებს, უფრო მეტს ყიდის საერთაშორისო ბაზარზე, ქმნის მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ეკონომიკური ზრდის შედეგებს საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თითოეულ ოჯახამდე მიიტანს
  4. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს მსხვილი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, გამოიყენოს ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, გასცეს სესხები, განახორციელოს წილობრივი ინვესტიციები, მხარი დაუჭიროს საინვესტიციო ფონდებსა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას“
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პროგნოზით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკაში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის მობილიზება მოხდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები