პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი – გახარიას პარტიაში თუ თქვეს, რომ სარჩელით პარტიებს მხოლოდ საბოტაჟს ვედავებით, სავარაუდოდ მათ ეს სარჩელი არ აქვთ წაკითხული, რადგან ბევრი ბრალდებაა წარმოდგენილი

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

„ქართული ოცნების“ წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელში ბევრი ბრალდებაა ასახული, ხოლო გახარიას გუნდი არა მხოლოდ საბოტაჟში მონაწილეობდა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფს წარმოადგენდა.

ლევან მაჭავარიანი – გახარიას პარტიაში თუ თქვეს, რომ სარჩელით პარტიებს მხოლოდ საბოტაჟს ვედავებით, სავარაუდოდ მათ ეს სარჩელი არ აქვთ წაკითხული, რადგან ბევრი ბრალდებაა წარმოდგენილი
პირველი არხი

სამართლებრივი საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. გახარიას პარტიაში თუ თქვეს, რომ პარტიებს სარჩელით მხოლოდ საბოტაჟს ვედავებით, სავარაუდოდ, მათ სარჩელი არ აქვთ წაკითხული, რადგან ბევრი ბრალდებაა წარმოდგენილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ ყველაფერს გაიზიარებს.

„რაც შეეხება გახარიას, ისინი მონაწილეობას არა მხოლოდ საბოტაჟში იღებდნენ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფს წარმოადგენდნენ, რომლის ყველაზე კარგი მტკიცებულება არის ის კოალიციები და პარტნიორობა, რომელიც 2021 წლის არჩევნების შემდეგ ჰქონდათ შექმნილი. ისინი იმაზე თუ აპელირებენ, რომ პარლამენტში შემობრძანდნენ, დღემდე არ აღიარებენ საკონსტიტუციო ორგანოების ლეგიტიმაციას, პარლამენტის ლეგიტიმაციას და ამბობენ, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, მხოლოდ ისინი არიან ლეგიტიმურები – რა თქმა უნდა, ეს აბსურდი სასამართლოსთვის არ გამოადგებათ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს პარტიები წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ უცხოელი პატრონების დავალებას - იმედი გვაქვს, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები