ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი: “საკონსტიტუციო სარჩელი გამყარებულია ფაქტებით და მტკიცებულებებით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი,ისე ობიექტური”

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობალელო

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი მტკიცებულებებითაა გამყარებული; მან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მათ „სატელიტებში“ „ლელო“ და გახარიას პარტიაც დაასახელა. სარჩელის განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

ლევან მაჭავარიანი: “საკონსტიტუციო სარჩელი გამყარებულია ფაქტებით და მტკიცებულებებით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი,ისე ობიექტური”
ლევან მაჭავარიანი: “საკონსტიტუციო სარჩელი გამყარებულია ფაქტებით და მტკიცებულებებით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი,ისე ობიექტური”POSTV

საკონსტიტუციო სარჩელი გამყარებულია ფაქტებით და მტკიცებულებებით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ობიექტური,- განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.

მაჭავარიანის თქმით, პროცესი იქნება საჯარო და საზოგადოება თავად დარწმუნდება სარჩელი რამდენად მყარია ფაქტებითა და მტკიცებულებებით.

“უშუალოდ “დედა” “ნაციონალური მოძრაობაზე” ალბათ კითხვის ნიშანიც არავის უნდა უჩნდებოდეს, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენს თვალწინ გაიარა სისხლიანმა რეჟიმმა, სადაც ყოველდღიურობა იყო პატიმების წამება, გაუპატიურება, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და სხვა საშინელებები”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შემდეგ საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გასასამართლებელი რეჟიმია.

“ამ შემთხვევაში საუბარია მათ სატელიტ პარტიებზეც, რომლებიც სხვადასხვა დივერსიფიცირებული სცენარით შემოგვთავაზეს მათმა გარე პატრონებმა, იგივე პარტია “ლელო”, გახარიას პარტია.

როდესაც ბოლო რევოლუციის სცენარი ჩაუვარდათ,ამის შემდეგ გადაწყვიტეს გარე უფროსებმა, რომ გახარიას პარტია შემოეშვათ პარლამენტში, რადგან ნახეს რომ ქუჩაში არაფერი გამოდიოდა, ეცადნენ საბოტაჟირების პროცესი პარლამენტში გაეგრძელებინათ, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა

პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას 21, 22 და 23 ოქტომბერს ჩაინიშნა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უშუალოდ “დედა” “ნაციონალური მოძრაობაზე” ალბათ კითხვის ნიშანიც არავის უნდა უჩნდებოდეს, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენს თვალწინ გაიარა სისხლიანმა რეჟიმმა, სადაც ყოველდღიურობა იყო პატიმების წამება, გაუპატიურება, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და სხვა საშინელებები“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?