ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეძლებს მონაწილეობა მიიღოს მსხვილი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, გამოიყენოს ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, გასცეს სესხები, განახორციელოს წილობრივი ინვესტიციები - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოში ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა, რომელიც სესხებს გასცემს, წილობრივ ინვესტიციებს განახორციელებს და სტრატეგიულ პროექტებში მიიღებს მონაწილეობას. ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, კორპორაცია ბიზნესის მხარდაჭერის ინსტრუმენტებს ერთიან სისტემაში გააერთიანებს.

"ათწლეულის წინ ჩვენი მთავარი ამოცანა ბიზნესისთვის განვითარების საწყისი პირობების შექმნა იყო. დღეს უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდაზე, მაღალი დამატებული ღირებულების წარმოებაზე, მსხვილ სტრატეგიულ ინვესტიციებზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საქართველოს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის თვისობრივ გაძლიერებაზე" - ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე გააკეთა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შეიცვალა საქართველოს ეკონომიკის მასშტაბი და, შესაბამისად, იცვლება სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტებიც.
მისივე განცხადებით, სწორედ ამ ცვლილების გამოხატულებაა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია.
"ახალი კორპორაციის ჩამოყალიბებით სახელმწიფო ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის სრულიად ახალ ინსტიტუციურ შესაძლებლობას ქმნის. ჩვენ ერთიან სისტემაში ვაერთიანებთ ფინანსურ რესურსებს, ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმებსა და განვითარების ინსტრუმენტებს, რათა სახელმწიფო მხარდაჭერა გახდეს უფრო ეფექტიანი, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული. კორპორაცია შეინარჩუნებს იმ პროგრამებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ათასობით მეწარმეს წარმატების მიღწევაში შეუწყო ხელი. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა კვლავაც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დარჩება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამასთან, მნიშვნელოვნად ფართოვდება შესაძლებლობები და საქმიანობის ფარგლები.
"ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს მსხვილი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, გამოიყენოს ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, გასცეს სესხები, განახორციელოს წილობრივი ინვესტიციები, მხარი დაუჭიროს საინვესტიციო ფონდებსა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ექნება გაცილებით მოქნილი და ძლიერი ინსტრუმენტი იმ ეკონომიკური პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც ქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ზრდის ექსპორტს, ავითარებს თანამედროვე საწარმოებს და აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და კონკურენტუნარიანობას", - განაცხადა მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი
- იმედინიუსიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვინდა ეკონომიკა, რომელიც უფრო მეტს აწარმოებს, უფრო მეტს ყიდის საერთაშორისო ბაზარზე, ქმნის მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ეკონომიკური ზრდის შედეგებს საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თითოეულ ოჯახამდე მიიტანს
- POSTVმარიამ ქვრივიშვილი: „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს მსხვილი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, გამოიყენოს ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, გასცეს სესხები, განახორციელოს წილობრივი ინვესტიციები, მხარი დაუჭიროს საინვესტიციო ფონდებსა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას“
- POSTVმარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი“
ციტატები სტატიიდან
„ათწლეულის წინ ჩვენი მთავარი ამოცანა ბიზნესისთვის განვითარების საწყისი პირობების შექმნა იყო. დღეს უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდაზე, მაღალი დამატებული ღირებულების წარმოებაზე, მსხვილ სტრატეგიულ ინვესტიციებზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საქართველოს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის თვისობრივ გაძლიერებაზე“
„ახალი კორპორაციის ჩამოყალიბებით სახელმწიფო ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის სრულიად ახალ ინსტიტუციურ შესაძლებლობას ქმნის. ჩვენ ერთიან სისტემაში ვაერთიანებთ ფინანსურ რესურსებს, ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმებსა და განვითარების ინსტრუმენტებს, რათა სახელმწიფო მხარდაჭერა გახდეს უფრო ეფექტიანი, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული. კორპორაცია შეინარჩუნებს იმ პროგრამებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ათასობით მეწარმეს წარმატების მიღწევაში შეუწყო ხელი. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა კვლავაც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დარჩება“
„ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს მსხვილი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, გამოიყენოს ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, გასცეს სესხები, განახორციელოს წილობრივი ინვესტიციები, მხარი დაუჭიროს საინვესტიციო ფონდებსა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ექნება გაცილებით მოქნილი და ძლიერი ინსტრუმენტი იმ ეკონომიკური პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც ქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ზრდის ექსპორტს, ავითარებს თანამედროვე საწარმოებს და აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და კონკურენტუნარიანობას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.