პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი: „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს მსხვილი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, გამოიყენოს ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, გასცეს სესხები, განახორციელოს წილობრივი ინვესტიციები, მხარი დაუჭიროს საინვესტიციო ფონდებსა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას“

ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ახლად შექმნილი ეკონომიკის განვითარების კორპორაცია სტრატეგიულ პროექტებში ჩაერთვება, გასცემს სესხებს, განახორციელებს წილობრივ ინვესტიციებს და კაპიტალის ბაზარს მხარს დაუჭერს.

მარიამ ქვრივიშვილი: „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს მსხვილი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, გამოიყენოს ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, გასცეს სესხები, განახორციელოს წილობრივი ინვესტიციები, მხარი დაუჭიროს საინვესტიციო ფონდებსა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას“
POSTV

„ათწლეულის წინ ჩვენი მთავარი ამოცანა ბიზნესისთვის განვითარების საწყისი პირობების შექმნა იყო. დღეს უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდაზე, მაღალი დამატებული ღირებულების წარმოებაზე, მსხვილ სტრატეგიულ ინვესტიციებზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საქართველოს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის თვისობრივ გაძლიერებაზე“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შეიცვალა საქართველოს ეკონომიკის მასშტაბი და, შესაბამისად, იცვლება სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტებიც.

„სწორედ ამ ცვლილების გამოხატულებაა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია.

ახალი კორპორაციის ჩამოყალიბებით სახელმწიფო ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის სრულიად ახალ ინსტიტუციურ შესაძლებლობას ქმნის. ჩვენ ერთიან სისტემაში ვაერთიანებთ ფინანსურ რესურსებს, ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმებსა და განვითარების ინსტრუმენტებს, რათა სახელმწიფო მხარდაჭერა გახდეს უფრო ეფექტიანი, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული.

კორპორაცია შეინარჩუნებს იმ პროგრამებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ათასობით მეწარმეს წარმატების მიღწევაში შეუწყო ხელი. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა კვლავაც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დარჩება.

ამასთან, მნიშვნელოვნად ფართოვდება შესაძლებლობები და საქმიანობის ფარგლები.

ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს მსხვილი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, გამოიყენოს ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, გასცეს სესხები, განახორციელოს წილობრივი ინვესტიციები, მხარი დაუჭიროს საინვესტიციო ფონდებსა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ექნება გაცილებით მოქნილი და ძლიერი ინსტრუმენტი იმ ეკონომიკური პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც ქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ზრდის ექსპორტს, ავითარებს თანამედროვე საწარმოებს და აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და კონკურენტუნარიანობას“, – განაცხადა მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეძლებს მონაწილეობა მიიღოს მსხვილი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, გამოიყენოს ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, გასცეს სესხები, განახორციელოს წილობრივი ინვესტიციები - მარიამ ქვრივიშვილი
  2. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი
  3. იმედინიუსისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვინდა ეკონომიკა, რომელიც უფრო მეტს აწარმოებს, უფრო მეტს ყიდის საერთაშორისო ბაზარზე, ქმნის მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ეკონომიკური ზრდის შედეგებს საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თითოეულ ოჯახამდე მიიტანს
  4. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი“
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: “საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც. ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები