ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვინდა ეკონომიკა, რომელიც უფრო მეტს აწარმოებს, უფრო მეტს ყიდის საერთაშორისო ბაზარზე, ქმნის მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ეკონომიკური ზრდის შედეგებს საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თითოეულ ოჯახამდე მიიტანს

ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო 10 წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციების განხორციელებას შეუწყოს ხელი.

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვინდა ეკონომიკა, რომელიც უფრო მეტს აწარმოებს, უფრო მეტს ყიდის საერთაშორისო ბაზარზე, ქმნის მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ეკონომიკური ზრდის შედეგებს საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თითოეულ ოჯახამდე მიიტანს
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვინდა ეკონომიკა, რომელიც უფრო მეტს აწარმოებს, უფრო მეტს ყიდის საერთაშორისო ბაზარზე, ქმნის მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ეკონომიკური ზრდის შედეგებს საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თითოეულ ოჯახამდე მიიტანსიმედინიუსი

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს არის ამბიციური, გრძელვადიანი საინვესტიციო მიზანი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას, ახალი საწარმოების შექმნას, არსებული ბიზნესის გაძლიერებასა და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.

„ჩვენი მიზანია, ბიზნესს განვითარების ყველა ეტაპზე, სახელმწიფოს სახით, ჰყავდეს ძლიერი და საიმედო პარტნიორი - პირველი იდეიდან საწარმოს შექმნამდე, წარმოების გაფართოებიდან საერთაშორისო ბაზრებზე გასვლამდე, მცირე ბიზნესიდან მსხვილ საინვესტიციო პროექტებამდე. ჩვენ გვინდა ეკონომიკა, რომელიც უფრო მეტს აწარმოებს, უფრო მეტს ყიდის საერთაშორისო ბაზარზე, ქმნის მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ეკონომიკური ზრდის შედეგებს საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თითოეულ ოჯახამდე მიიტანს. სწორედ ასეთ ეკონომიკას სჭირდება თანამედროვე განვითარების ინსტიტუტები, ძლიერი კერძო სექტორი და სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და მათი განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მობილიზება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ასევე კურატორ მოადგილეს, ირაკლი ნადარეიშვილს რეფორმის ძალიან ეფექტურად მართვისთვის.

„მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერისთვის, მადლობას ვუხდი ჩემს მოადგილეს, ირაკლი ნადარეიშვილს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ეფექტიანობის ზრდისთვის, ისევე როგორც აღნიშნული რეფორმის ძალიან ეფექტურად მართვისა და კორპორაციის ძალიან სწორი ფორმით ჩამოყალიბებაში. მე მინდა, განსაკუთრებული წარმატება ვუსურვო კორპორაციის ახალ ხელმძღვანელს - ბატონ ირაკლი გაბრიაძეს და მის გუნდს. ჩვენ ძალიან დიდი ამოცანები, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის, კორპორაციის ძალისხმევით ძალიან ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერისთვის, მადლობას ვუხდი ჩემს მოადგილეს, ირაკლი ნადარეიშვილს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ეფექტიანობის ზრდისთვის, ისევე როგორც აღნიშნული რეფორმის ძალიან ეფექტურად მართვისა და კორპორაციის ძალიან სწორი ფორმით ჩამოყალიბებაში. მე მინდა, განსაკუთრებული წარმატება ვუსურვო კორპორაციის ახალ ხელმძღვანელს - ბატონ ირაკლი გაბრიაძეს და მის გუნდს. ჩვენ ძალიან დიდი ამოცანები, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის, კორპორაციის ძალისხმევით ძალიან ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის“
მარიამ ქვრივიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები