ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართული ცეკვის ლეგენდა, ფრიდონ სულაბერიძე თიკა რუხაძემ კაბინეტიდან გააგდო – რას ყვება უმცროსი სულაბერიძე?

უმცროსი ფრიდონ სულაბერიძის მტკიცებით, კულტურის ყოფილმა მინისტრმა თიკა რუხაძემ ფრიდონ სულაბერიძეს უყვირა, დაცვა გამოუძახა და კაბინეტიდან გააგდო. მისი თქმით, დაპირისპირება ანსამბლ „რუსთავის“ ახალ ქორეოგრაფად მამუკა ცერცვაძის კანდიდატურის განხილვას მოჰყვა.

ქართული ცეკვის ლეგენდა, ფრიდონ სულაბერიძე თიკა რუხაძემ კაბინეტიდან გააგდო – რას ყვება უმცროსი სულაბერიძე?
ქართული ცეკვის ლეგენდა, ფრიდონ სულაბერიძე თიკა რუხაძემ კაბინეტიდან გააგდო – რას ყვება უმცროსი სულაბერიძე?ალია

ქართული ცეკვის ლეგენდა, ფრიდონ სულაბერიძე კულტურის ყოფილმა მინისტრმა თიკა რუხაძემ კაბინეტიდან გააგდო – ამის შესახებ ,,ფორმულას” სულაბერიძის შვილმა უამბო.

როგორც ის ყვება, სამინისტროში შეხვედრაზე ანსამბლ “რუსთავის” ახალი ქორეოგრაფის კანდიდატურის – მამუკა ცერცვაძის წარსადგენად მივიდნენ. ფრიდონ სულაბერიძე, ჯანმრთელობის პრობლემებით, მინისტრმა მოსაცდელში 2 საათი ალოდინა, ქორეოგრაფის კანდიდატურა კი მხოლოდ იმიტომ დაბლოკა, რომ ის “სუხიშვილების” მოცეკვავე იყო.

“მამაჩემი სუხიშვილების მოცეკვავე იყო და მამუკა ცერცვაძეც თუ სუხიშვილების მოცეკვავე იქნება ამით რა დაშავდებოდა?!… შელაპარაკება როდესაც მოხდა, თიკა რუხაძემ დაიწყო მაგიდაზე ხელების დარტყმა, გაიყვანეთ აქედან, წადით, აქ არ დამენახოთ, კივილი, პანიკა ატეხა, დაუძახა დაცვას…” – ამბობს ,,ფორმულასთან” ფრიდონ სულაბერიძის შვილი, უმცროსი ფრიდონ სულაბერიძე.

„მამაჩემს და ჩემს ძმას უყვიროდა, გამოიძახა დაცვა და ფრიდონმა და ჩემმა ძმამ კაბინეტი შეურაცხყოფილებმა სასწრაფო წესით დატოვეს“, – აცხადებს სულაბერიძე უმცროსი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მამაჩემი სუხიშვილების მოცეკვავე იყო და მამუკა ცერცვაძეც თუ სუხიშვილების მოცეკვავე იქნება ამით რა დაშავდებოდა?!… შელაპარაკება როდესაც მოხდა, თიკა რუხაძემ დაიწყო მაგიდაზე ხელების დარტყმა, გაიყვანეთ აქედან, წადით, აქ არ დამენახოთ, კივილი, პანიკა ატეხა, დაუძახა დაცვას…“
ფრიდონ სულაბერიძე
„მამაჩემს და ჩემს ძმას უყვიროდა, გამოიძახა დაცვა და ფრიდონმა და ჩემმა ძმამ კაბინეტი შეურაცხყოფილებმა სასწრაფო წესით დატოვეს“
სულაბერიძე უმცროსი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“მსგავსი უკულტურო კულტურის მინისტრი საქართველოს არ ახსოვს” – ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები