ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“მსგავსი უკულტურო კულტურის მინისტრი საქართველოს არ ახსოვს” – ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე

კულტურის სამინისტრო

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძეს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მსგავსი უკულტურო მინისტრი ქვეყანას არ ახსოვს. მისი მტკიცებით, კულტურის სამინისტრო რუხაძის მიერ ჩაბუდებული კადრებისგან უნდა გაიწმინდოს, თავად კი სამი წელი იზოლაციაში იმყოფებოდა.

“მსგავსი უკულტურო კულტურის მინისტრი საქართველოს არ ახსოვს” – ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე
“მსგავსი უკულტურო კულტურის მინისტრი საქართველოს არ ახსოვს” – ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზეალია

“მსგავსი უკულტურო კულტურის მინისტრი საქართველოს არ ახსოვს” – ასე აფასებს თიკა რუხაძის “მოღვაწეობას” საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი.

როგორც დავით ოქიტაშვილი ამბობს, რუხაძეს ის არასოდეს მოსწონდა. რაც შეეხება მამუკა მდინარაძის მის მიმართ დამოკიდებულებას, ოქიტაშვილი ამბობს, რომ ამის მიზეზი არ იცის – “ბატონ მამუკას რატომ ვძულდი არ ვიცი”.

“რამოდენიმე დღეა მე ეს ყველაფერი გავიგე, აქამდე იმიტომ ვიყავი გაჩუმებული, რომ მე ამ ადამიანებს ვუფრთხილდებოდი, რადგან დარჩებოდნენ უსამსახუროდ და რას უზამდნენ იცით თქვენ. მსგავსი კულტურის მინისტრი საქართველოს არ ახსოვს – უკულტურო. ბატონ მამუკას რატომ ვძულდი არ ვიცი, ეგ მაგათი სიტყვებია. აბა მე მკითხონ, როგორ მიყვარდნენ. ადამიანი როდესაც არის მოღალატე და გუნდს უღალატებ, ღალატი არის ყველაზე საშინელი”, – აცხადებს დავით ოქიტაშვილი “პირველებთან”.

ოქიტაშვილი ჰყვება, რომ მისი კულტურის პალატა სამი წლის განმავლობაში ფაქტობრივად დაკეტილი იყო, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობდა.

“ამას ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობდი, ველოდებოდი პასუხს” – აცხადებს ოქიტაშვილი.

“როდესაც ის მინისტრი იყო, მე ვუთვლიდი, მითხარი რა დავაშავე. მზად ვარ მოვიდე, გავცე პასუხი კითხვებს. მას არ ჰქონდა ჩემთან თანამშრომლობის სურვილი. სამი წელი მე ყველაფრისგან იზოლაციაში ვიყავი. კულტურის პალატა დაკეტილი იყო, არ მუშაობდა. ამას ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობდი, ველოდებოდი პასუხს. 2016 წელს გავიცანი ბატონი მამუკა მდინარაძე. რავიც, მაგი თუ იყო მაგ ქალის უკან, არ ვიცოდი. ეხლა მითხრეს, რამოდენიმე დღის წინ. რაც მალე გაიწმინდება კულტურის სამინისტრო თიკა რუხაძის მიერ ჩაბუდებული კრიმინალი კადრებისგან, ეს იქნება ძალიან კარგი, იმიტომ, რომ მთელი ქართული კულტურა ამოისუნთქებს. ვერასოდეს მე ეგ პასუხს ვერ გამცემს. მე არა საქართველოს მსოახლეობას გასცეს პასუხი და იმ კულტურის მუშაკებს, რომელთა მიმართაც იყო ძალიან აგრესიული”, – აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბატონ მამუკას რატომ ვძულდი არ ვიცი“
„რამოდენიმე დღეა მე ეს ყველაფერი გავიგე, აქამდე იმიტომ ვიყავი გაჩუმებული, რომ მე ამ ადამიანებს ვუფრთხილდებოდი, რადგან დარჩებოდნენ უსამსახუროდ და რას უზამდნენ იცით თქვენ. მსგავსი კულტურის მინისტრი საქართველოს არ ახსოვს – უკულტურო. ბატონ მამუკას რატომ ვძულდი არ ვიცი, ეგ მაგათი სიტყვებია. აბა მე მკითხონ, როგორ მიყვარდნენ. ადამიანი როდესაც არის მოღალატე და გუნდს უღალატებ, ღალატი არის ყველაზე საშინელი“
დავით ოქიტაშვილი
„ამას ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობდი, ველოდებოდი პასუხს“
„როდესაც ის მინისტრი იყო, მე ვუთვლიდი, მითხარი რა დავაშავე. მზად ვარ მოვიდე, გავცე პასუხი კითხვებს. მას არ ჰქონდა ჩემთან თანამშრომლობის სურვილი. სამი წელი მე ყველაფრისგან იზოლაციაში ვიყავი. კულტურის პალატა დაკეტილი იყო, არ მუშაობდა. ამას ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობდი, ველოდებოდი პასუხს. 2016 წელს გავიცანი ბატონი მამუკა მდინარაძე. რავიც, მაგი თუ იყო მაგ ქალის უკან, არ ვიცოდი. ეხლა მითხრეს, რამოდენიმე დღის წინ. რაც მალე გაიწმინდება კულტურის სამინისტრო თიკა რუხაძის მიერ ჩაბუდებული კრიმინალი კადრებისგან, ეს იქნება ძალიან კარგი, იმიტომ, რომ მთელი ქართული კულტურა ამოისუნთქებს. ვერასოდეს მე ეგ პასუხს ვერ გამცემს. მე არა საქართველოს მსოახლეობას გასცეს პასუხი და იმ კულტურის მუშაკებს, რომელთა მიმართაც იყო ძალიან აგრესიული“
დავით ოქიტაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ" - ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე გამოძიების დაწყებას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები