პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე888 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეგიორგი კახიანი: ჩვენ აბსურდულს ვუწოდებთ მათ პოზიციებს, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც კი ეს დაინახა და მასაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში888 ჩანაწერი · 13 მედია

ევრობიუროკრატები კონსტიტუციური სარჩელის გამოთხოვას ითხოვენ... სააკაშვილის მეგობრები სააკაშვილის მეგობრობას არ ღალატობენ, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ქართული სახელმწიფოს მტრობას წარმოადგენს - დავით მათიკაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტარების მოწოდებას საკონსტიტუციო სარჩელის გამოთხოვის შესახებ მართლმსაჯულებაზე თავდასხმად და ქვეყნის მტრობად აფასებს. მმართველი გუნდის განცხადებით, ევრობიუროკრატია ოპოზიციის აკრძალვის საკითხზე სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეშად ერევა.

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ზეწოლის მცდელობა ქართულ მართლმსაჯულებაზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი სამი ევროპარლამენტარის განცხადებას, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და წერენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს გმობენ და საკონსტიტუციო სარჩელის გამოთხოვის მოწოდებით გამოდიან.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება, სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქართულ მართლმსაჯულებასა და სუვერენიტეტზე გავეშებულ თავდასხმა მიმდინარეობს.

"ჩვენ ვხედავთ გავეშებულ თავდასხმას ქართულ მართლმსაჯულებაზე, ჩვენს სუვერენიტეტზე. ცალკეული გარე ძალები, ძირითადად ევრობიუროკრატია ცდილობს პირდაპირი მნიშვნელობით ჩაერიოს ჩვენს მართლმსაჯულებაში, ითხოვენ კონსტიტუციური სარჩელის გამოთხოვას, ამით პირდაპირ ახდენენ ზეწოლას, როგორც მოსარჩელეებზე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, რომლის არანაირი უფლებაც მათ არ გააჩნიათ. ჩვენ არაერთი შემთხვევა ვიცით დემოკრატიული ევროპის ისტორიაში, როდესაც არაკონსტიტუციური პარტიები, მათი საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე იკრძალებიან ამა თუ იმ ქვეყნის მიერ და ეს დემოკრატიული განვითარების, დემოკრატიული აღმშენებლობის ჩვეულებრივი პროცესია.

როდესაც საქმე ეხება საქართველოს, როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან გაქრობას პირდაპირი საფრთხე დაუდგა, ევრობიუროკრატიამ ხმა ერთხმად აიმაღლა. სააკაშვილის მეგობრები სააკაშვილის მეგობრობას არ ღალატობენ, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ქართული სახელმწიფოს მტრობას წარმოადგენს. სხვა მეტი რას უნდა დაველოდოთ ქალბატონი რასასგან, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სუვერენიტეტის გაქრობა, მასზე თავდასხმა, მისი პოლიტიკური საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს,"- აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები