პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე889 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეევა გოცირიძე - თითქმის ყოველი არჩევნების მერე მიდის განცხადებები: არჩევნები გაყალბდა, არის ბოიკოტის მოთხოვნა, ამას ახლავს საპროტესტო აქციები - როცა ეს მუდმივად გრძელდება, საქართველოს ინტერესებისთვის რამდენად ხელსაყრელია?889 ჩანაწერი · 13 მედია

მოვუწოდებთ ევრობიუროკრატიას, შეწყვიტოს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომლითაც თავს ესხმიან ქართულ მართლმსაჯულებასა და სახელმწიფოს - დავით მათიკაშვილი

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

დავით მათიკაშვილმა ევრობიუროკრატიას საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებას ქართულ მართლმსაჯულებაში პირდაპირი ჩარევა უწოდა.

მოვუწოდებთ ევრობიუროკრატიას, შეწყვიტოს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომლითაც თავს ესხმიან ქართულ მართლმსაჯულებასა და სახელმწიფოს - დავით მათიკაშვილი
რუსთავი 2

ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და ქართულ მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას.

კრისტიან უიგანდმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელებს და მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს.

"ქართულ ოცნებაში" ბრიუსელის ორმაგ სტანდარტსა და ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის მცდელობაზე საუბრობენ.

"ეს არის უაღრესად შემაშფოთებელი განცხადება - პირდაპირი ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, თავდასხმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე. შესაბამისად, მოვუწოდებთ ევრობიუროკრატიას, ცალკეულ თანამდებობის პირებს, შეწყვიტონ ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, რითაც ისინი პირდაპირი მნიშვნელობით თავს ესხმიან ქართულ მართლმსაჯულებას და ქართულ სახელმწიფოს", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოდავით მათიკაშვილი – ქართულ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის სუვერენიტეტზე უხეშ და თავხედურ თავდასხმას ვხედავთ, მოსამართლეებზე ზეწოლის უფლება არავის არ აქვს, არც ქვეყნის შიგნიდან და არც მის გარეთ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს - კრისტიან უიგანდი საქართველოზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები