დავით მათიკაშვილი: ევრობიუროკრატიას აქვს სურვილი, რომ ჩვენს ქვეყანაში მართოს სასამართლო სისტემა და ამით, ირიბად თუ პირდაპირ, ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე
დეპუტატ დავით მათიკაშვილის მტკიცებით, ევრობიუროკრატიას სასამართლო სისტემის მართვა და არჩევნებზე გავლენის მოხდენა სურს, ხოლო „ვეტინგის“ სისტემა ანტიკონსტიტუციურია და ქართულ სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.

ევრობიუროკრატიას აქვს სურვილი, რომ ჩვენს ქვეყანაში მართოს სასამართლო სისტემა და ამით, ირიბად თუ პირდაპირ, ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, „ვეტინგი“ ქართულ სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება და ანტიკონსტიტუციურია, რომ უცხოელმა საქართველოში მოსამართლის ბედი გადაწყვიტოს.
„საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო, რა თქმა უნდა, ბარიერს წარმოადგენს ევრობიუროკრატიისთვის საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. ქართველი ხალხის ნება-სურვილზე ზემოქმედება ევრობიუროკრატიამ ვერ მოახერხა. თბილისის ქუჩებში ვნახეთ სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტის თავმჯდომარეები და მოადგილეები, პირდაპირ მოვისმინეთ არჩევნების მეორე და მესამე დღეს მაიდანის მოწყობის აუცილებლობა და ეს ყველაფერი ვერ მოახერხეს. ვერცერთი მხრივ ქართველები ვერ მოატყუეს.
დღეს მათ ძალმომრეობის, მუქარის და ძალადობის გარდა, სხვა გზა არ დარჩენიათ. ამ მოცემულობაში და ამ ბიუროკრატიის პირობებში რთულია იმის წარმოდგენა, რომ ამის დიდი რესურსი არსებობდეს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…