პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 844 755 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 41 მოქალაქისგან იაპონიიდან მანქანების ჩამოყვანის მოტივით 844 755 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იტყობინება პროკურატურა. მსჯავრდებულს ასევე დაეკისრა ზიანის ანაზღაურება.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 844 755 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
იმედინიუსი

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებული თითქოსდა იაპონიიდან საქართველოში ხელსაყრელ ფასად სხვადასხვა მარკისა და მოდელის ავტომანქანების ჩამოყვანის მოტივით, 41 დაზარალებულს მოტყუებით გამოართვა და მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინა, ჯამში 844 755 ლარი. მიუხედავად დაზარალებულების მიერ თანხის გადახდისა, ბრალდებულმა ავტომანქანები არ ჩამოიყვანა, ხოლო თანხას თაღლითურად დაეუფლა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვი, 7 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, 34 ეპიზოდი) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასავე დაეკისრა დაზარალებულებისათვის კომპენსაციის გადახდა და აეკრძალა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ზიანის ანაზღაურებამდე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობორუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 844 755 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ხალხს მანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანას მოტყუებით დაჰპირდა - 1 პირს ბრალდება წარედგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები