პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 41 მოქალაქისგან 844 755 ლარის თაღლითურად დაუფლებისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, მსჯავრდებული დაზარალებულებს იაპონიიდან ავტომობილების ჩამოყვანას ჰპირდებოდა, თუმცა თანხა მოტყუებით მიითვისა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
რუსთავი 2

"რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო", -

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებული თითქოსდა იაპონიიდან საქართველოში ხელსაყრელ ფასად სხვადასხვა მარკისა და მოდელის ავტომანქანების ჩამოყვანის მოტივით, 41 დაზარალებულს მოტყუებით გამოართვა და მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინა, ჯამში 844 755 ლარი. მიუხედავად დაზარალებულების მიერ თანხის გადახდისა, ბრალდებულმა ავტომანქანები არ ჩამოიყვანა, ხოლო თანხას თაღლითურად დაეუფლა.

"ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვი, 7 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, 34 ეპიზოდი) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასავე დაეკისრა დაზარალებულებისათვის კომპენსაციის გადახდა და აეკრძალა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ზიანის ანაზღაურებამდე", - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 844 755 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 844 755 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და 833 101 ლარს თაღლითურად დაეუფლა" - დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები