ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიამ Eurofins-ის პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიკრობიოლოგიურმა ლაბორატორიამ საერთაშორისო პროვაიდერ Eurofins-ის პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარა, რითაც ბავშვთა კვებისა და პოლენტას ნიმუშებში პათოგენების კვლევის სიზუსტე და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა დაადასტურა.

სურსათის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიამ Eurofins-ის პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარა
სურსათის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიამ Eurofins-ის პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარაიმედინიუსი

2026 წლის ოქტომბერში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიამ საერთაშორისო პროვაიდერის - Eurofins-ის პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარა.

პროფესიული ტესტირება ლაბორატორიული კვლევების ხარისხის, სიზუსტისა და შედეგების სანდოობის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. ტესტირების ფარგლებში ლაბორატორიამ წარმატებით განახორციელა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი კვლევები სხვადასხვა მიკროორგანიზმისა და პათოგენის გამოსავლენად.

ტესტირების ფარგლებში, ბავშვთა კვების (ჩვილის ფორმულის) ნიმუშებში ლაბორატორიამ წარმატებით გამოიკვლია მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები, მათ შორის მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა, ენტერობაქტერიები, კოლიფორმული ბაქტერიები, E. coli, ობის სოკოები და საფუვრები.

პოლენტას ნიმუშებში კი ლაბორატორიამ გამოიკვლია ისეთი პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებმაც შესაძლოა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკები შექმნას, მათ შორის Listeria monocytogenes, Salmonella spp. და E. coli O157.

Eurofins-ის პროფესიული ტესტირების წარმატებით გავლა კიდევ ერთხელ ადასტურებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევების სიზუსტეს, სანდოობასა და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობას.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია მუდმივად მუშაობს კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების, თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და ლაბორატორიული კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშის კვლევის შედეგები ცნობილია | სესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები