პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში WHO-ს ექსპერტების სამუშაო ვიზიტი დასრულდა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში WHO-ს ექსპერტების ვიზიტი დასრულდა, რის შედეგადაც სპეციალისტებმა სურსათში ტრანსცხიმების კვლევის მეთოდის ოპტიმიზაცია მოახდინეს და საკვლევი სპექტრი გააფართოეს.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში WHO-ს ექსპერტების სამუშაო ვიზიტი დასრულდა
რუსთავი 2

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტების სამუშაო ვიზიტი დასრულდა. თანამშრომლობის ფარგლებში ლაბორატორიის სპეციალისტებმა სურსათში ტრანსცხიმების კვლევის მეთოდის ოპტიმიზაცია მოახდინეს და ტრანსცხიმოვანი მჟავების საკვლევი სპექტრი გააფართოეს.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ლაბორატორია მზად არის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, სურსათში ტრანსცხიმების შემცველობის ლაბორატორიული კვლევები ჩაატაროს.

ვიზიტის შემაჯამებელ შეხვედრაზე მიღწეული შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ლევან ჯღარკავა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჟოაო ბრედა, აკადემიკოსი და რისკის შეფასების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ცქიტიშვილი, ტრანსცხიმების ელიმინაციის მულტისექტორული სამუშაო ჯგუფის წევრები და ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

"სურსათში ტრანსცხიმების კვლევის ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტრანსცხიმების შემცირების ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებას და მათი ელიმინაციის პროცესს.

ვიზიტის ფარგლებში გამართული ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო დელეგაცია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ეწვიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები