ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფის მოთხოვნით მიმართა

გახარია საქართველოსთვისსაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და 5 პარტიის აკრძალვის საქმეში საკუთარი კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფა მოითხოვა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესში მონაწილეობას მიიღებენ.

პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფის მოთხოვნით მიმართა
პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფის მოთხოვნით მიმართარუსთავი 2

საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით შუამდგომლობით მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფისა და განხილვის მოთხოვნით, - ამის შესახებ პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა.

ბერდია სიჭინავას თქმით, პარტია საკონსტიტუციო განხილვაში მონაწილეობას მიიღებს.

"მიგვაჩნია, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობის შემოწმების საკითხის ინდივიდუალურად განხილვა ის მინიმუმი სამართლებრივი ვალდებულება და სტანდარტია, რაც ფორმალურად მაინც უნდა შესრულდეს.

ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით ბრძოლის ყველა კონსტიტუციურ ველზე, ახლაც იმავეს ვაპირებთ. საკონსტიტუციო სასამართლოში გასამართ პროცესში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მივიღებთ", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, ხვალიდან საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის კონსტიტუციური სარჩელის განხილვას იწყებს. 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვის საკითხთან დაკავშირბეით, 88 დეპუტატის სარჩელს ოთხი კანონმდებელი, არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიგვაჩნია, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობის შემოწმების საკითხის ინდივიდუალურად განხილვა ის მინიმუმი სამართლებრივი ვალდებულება და სტანდარტია, რაც ფორმალურად მაინც უნდა შესრულდეს. ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით ბრძოლის ყველა კონსტიტუციურ ველზე, ახლაც იმავეს ვაპირებთ. საკონსტიტუციო სასამართლოში გასამართ პროცესში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მივიღებთ“
ბერდია სიჭინავა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, მეთქი ქალბატონო, თქვენ მართლა კოლექტიური ნაცმოძრაობა ხო არ გგონივართ-მეთქი?” – ბერდია სიჭინავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები