ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გახარიას პარტია მოითხოვს, მისი აკრძალვის საკითხი საკონსტიტუციომ სხვა პარტიებისგან განცალკევებით განიხილოს

გახარია საქართველოსთვისსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან საკუთარი პარტიის აკრძალვის საკითხის ცალკე საქმედ გამოყოფას ითხოვს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელი ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

გახარიას პარტია მოითხოვს, მისი აკრძალვის საკითხი საკონსტიტუციომ სხვა პარტიებისგან განცალკევებით განიხილოს
გახარიას პარტია მოითხოვს, მისი აკრძალვის საკითხი საკონსტიტუციომ სხვა პარტიებისგან განცალკევებით განიხილოსTV პირველი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და საკუთარი პარტიის აკრძალვის საკითხის ცალკე საქმედ გამოყოფასა და განხილვას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

გახარიას გუნდის შეფასებით, მათი პარტიის აკრძალვის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და „ქართული ოცნების“ მიზანი ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკური აზრის განადგურებაა.

პარტიაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესში მონაწილეობას მიიღებენ და მოითხოვენ, სასამართლომ მათი პარტიის კონსტიტუციურობა ინდივიდუალურად შეაფასოს.

ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „გახარია საქართველოსთვის“ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფისა და განხილვის მოთხოვნით.

მიგვაჩნია, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობის შემოწმების საკითხის ინდივიდუალურად განხილვა ის მინიმუმი სამართლებრივი ვალდებულება და სტანდარტია, რაც ფორმალურად მაინც უნდა შესრულდეს და „ოცნებამ“ პასუხი გასცეს მისსავე ამომრჩეველს, რა კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლითა და მტკიცებულებებით კრძალავს ერთადერთ ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას ქვეყანაში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყველა კონსტიტუციურ პროცესში, ყველა საერთო ეროვნულ არჩევნებში, ყველა კომისიაში.

ეს ფუნდამენტურად ანგრევს „ოცნების“ ყალბ ნარატივს - თითქოს კრძალავს ე.წ. „ბოიკოტისტებს“, რაც თავის მხრივ, „ოცნების“ მხრიდან ასევე არაკონსტიტუციური მიდგომაა. სარჩელში ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის დამატება ადასტურებს, რომ „ოცნების“ მიზანი ქვეყანაში განსხვავებული აზრის არასკონსტიტუციურად გამოცხადება და მისი საბოლოოდ აკრძალვაა, რათა შემდგომ ხელოვნურად შექმნას მართული ოპოზიცია და მისი დალაგებული პოლიტიკური კონფიგურაციით არჩევნების ილუზია გააჩინოს ქვეყანაში.

კონსტიტუციურ სარჩელში ჩვენი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა აბსურდული და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია და არსებითად წარმოადგენს 2024 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიასადმი საჯარო მუქარის გაგრძელებას. ამ მუქარის განხორციელება გიორგი გახარიაზე ჯერ ფიზიკური თავდასხმებით დაიწყო, შემდეგ კი გაგრძელდა მისი პოლიტიკური დევნით შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე ჩორჩანასა და 20 ივნისთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი გიორგი გახარიას პოლიტიკური განეიტრალებისთვის და ამ მუქარის რეალიზება ჩვენი პოლიტიკური პარტიის აკრძალვით გრძელდება.

ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით ბრძოლის ყველა კონსტიტუციურ ველზე, ყველაზე უთანასწორო ბრძოლებში - იმ მიზნით, რომ დავპირისპირებოდით „ოცნების“ პროპაგანდას და ტყუილებს და ჩვენი მოქალაქეები „ოცნების“ პირისპირ, მარტო არ დაგვეტოვებინა. ახლაც იმავეს ვაპირებთ:

საკონსტიტუციო სასამართლოში გასამართ პროცესში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მივიღებთ, რათა ეს სამარცხვინო პროცესი დოკუმენტურად დარჩეს საქართველოს ისტორიას ყველა იმ გვარ-სახელით, რომელიც ქვეყანაში განსხვავებული აზრის განადგურებას და ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას უხეიროდ ცდილობს. ყველა მათგანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული და ვერავინ შეძლებს მისგან გაქცევას, ვერცერთი ორგანიზატორი, ვერცერთი ხელმძღვანელი და ვერცერთი თანამონაწილე, - განაცხადებს გახარიას გუნდში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი შარაშიძე - საკონსტიტუციო სარჩელი გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული პერსონალური შურისძიების გაგრძელებააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები