ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში, ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის გალა-კონცერტს დაესწრო

საქართველოს პარლამენტიაჭარის მთავრობა

ბათუმის დრამატულ თეატრში ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში, ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის გალა-კონცერტს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში, ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის გალა-კონცერტს დაესწრორუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში, ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის გალა-კონცერტს მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებლის წინაშე ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით, კაპელა და სოლისტები წარდგნენ.

ფესტივალი გამორჩეული ქართველი საოპერო მომღერლის, ალექსანდრე ხომერიკის შემოქმედებით მემკვიდრეობას მიეძღვნა და ქართული საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციას, კულტურული ცხოვრების გამდიდრებასა და კლასიკური მუსიკისადმი საზოგადოების ინტერესის გაძლიერებას ემსახურება.

გალა-კონცერტის ფარგლებში, „ოტელოს“ დადგმის 30 წლისთავთან დაკავშირებით, მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობისა და საოპერო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საოპერო სოლისტებს მარინა ჯახუტაშვილს, ზაზა ხამათაშვილსა და ბადრი სახამბერიძეს ფესტივალის სპეციალური პრიზები გადაეცათ. სამახსოვრო ჯილდოები მიიღეს სცენოგრაფმა იური ხაბაზმა და სახალხო არტისტმა ელდარ გეწაძემ.

პროგრამის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ. მინისტრმა ხაზი გაუსვა ალექსანდრე ხომერიკის მნიშვნელოვან როლს ბათუმში საოპერო თეატრის განვითარებაში და ფეატივალს შეკოქმედწბითი გაძლიერება და წარმატებები უსურვა.

ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ა(ა)იპ „რიტმას“ ორგანიზებით, ბათუმის მერიისა და დრამატული თეატრის მხარდაჭერით გაიმართა.

საღამოს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ ბერიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წევრები, ხელოვნებისა და მუსიკის სფეროს, საზოგადოების წარმომადგენლები, ალექსანდრე ხომერიკის ოჯახის წევრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები დაესწრნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ პატარაძე, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები