პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა​

აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე საერთაშორისო პროექტებში მონაწილე ხელოვანებს შეხვდნენ. შეხვედრაზე გერმანიაში გამართული ტურნე, ვატიკანის კონცერტი და პარიზში გამართული გამოფენები შეაჯამეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა​
რუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის კულტურის მინისტრთან ელისო ბოლქვაძესთან ერთად საერთაშორისო კულტურულ პროექტებში მონაწილე ხელოვანებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე შეაჯამეს აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლის „ბათუმის“ 35 წლის საიუბილეო ტურნე გერმანიაში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი ვატიკანში და ქართველი მხატვრების მონაწილეობა პარიზში, ლუვრის კარუსელში გამართულ საერთაშორისო გამოფენებში.

ზურაბ პატარაძემ ხელოვანებს ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, აჭარის მთავრობა გააგრძელებს კულტურის სამინისტროს ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ეროვნული იდენტობის განმტკიცებას, კულტურული დიპლომატიის გაღრმავებასა და კულტურული ტურიზმის განვითარებას ემსახურება.

ყურადღება გამახვილდა გონიოს ფესტივალზე, პეტრას ციხის ისტორიის გაცოცხლებასა და "შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე", რომელიც იუნესკოს პატრონაჟით იმართება. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მაღალი დონის კულტურული ღონისძიებები ზრდის რეგიონის ცნობადობას და მას ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

ზურაბ პატარაძემ ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლას დაარსებიდან 90 წლის იუბილე მიულოცა და ხაზი გაუსვა მის როლს სახვითი ხელოვნების განვითარებასა და ახალგაზრდა თაობის შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენაში.

შეხვედრაზე აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ მთავრობის თავმჯდომარეს სამინისტროს ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებისას გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა თითოეული ხელოვანის წვლილს ქართული კულტურის დაცვაში, განვითარებასა და პოპულარიზაციაში. თავის მხრივ, ხელოვანებმა აღნიშნეს, რომ სამინისტროს ინიციატივები ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდას, ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნასა და შემოქმედებითი საქმიანობის გააქტიურებას.

მთავრობის თავმჯდომარემ მუსიკალური ცენტრის მუზეუმიც დაათვალიერა, სადაც მოწყობილი ეთნოგრაფიული კუთხეები აჭარის ტრადიციულ ყოფას, კულტურულ მემკვიდრეობასა და მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.

შეხვედრას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, კულტურის დაწესებულებებისა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები, მუსიკოსები და მხატვრები ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოაჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე რეგიონის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები