პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დააკავეს ქალი, რომელიც პენსიონერების სახელით სესხებს ააქტიურებდა – მითვისებულია 43 792 ლარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა ქალი, რომელიც პენსიონერებს ყოველთვიურ 200-ლარიან დახმარებას ჰპირდებოდა, მათი საბანკო აპლიკაციებით სესხებს ააქტიურებდა და ჯამში 43 792 ლარს უკანონოდ დაეუფლა. მას 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დააკავეს ქალი, რომელიც პენსიონერების სახელით სესხებს ააქტიურებდა – მითვისებულია 43 792 ლარი
ალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი პენსიონერებს ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა, რის შემდეგაც მათი პირადი მონაცემების ფარულად მოპოვებისა და მობილურ ტელეფონებში არსებული საბანკო აპლიკაციების გამოყენებით სესხებს ააქტიურებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ბრალდებული ჯამში 43 792 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპენსიონერების საბანკო აპლიკაციით სესხების აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ბრალდებული ჯამში 43 792 ლარს დაეუფლა
  2. BM.GEოპოზიციურიდაკავებულია პირი, რომელმაც თაღლითურად პენსიონერების სესხების გააქტიურებით ₾43 792 მიითვისა | შსს
  3. ფორმულაოპოზიციურიპენსიონერებს ატყუებდა, სესხებს ააქტიურებდა, დაეუფლა 43 792 ლარს - დაკავებულია 1 პირი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქალს ბიზნესის წამოწყების საბაბით 116 475 ლარის საბანკო სესხები ააღებინეს - თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები