პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქალს ბიზნესის წამოწყების საბაბით 116 475 ლარის საბანკო სესხები ააღებინეს - თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, რომლებმაც ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესის წამოწყების საბაბით 116 475 ლარის საბანკო სესხები ააღებინეს და თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

ქალს ბიზნესის წამოწყების საბაბით 116 475 ლარის საბანკო სესხები ააღებინეს - თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
TV პირველი

თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესის წამოწყება შესთავაზეს. ქალი შეთავაზებას დათანხმდა, საქმიანობის დასაფინანსებლად საბანკო სესხები აიღო და მათ 116 475 ლარი გადასცა, თუმცა, ბრალდებულებმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს.

დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ორი პირი ბათუმში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს. აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა.

ბრალდებულებმა შეთანხმებული პირობები არ შეასრულეს და გადაცემულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბათუმში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოიმერეთის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავა
  2. ბათუმელებიოპოზიციურიბათუმში ორი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ორი პირი ბათუმში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს. აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა. ბრალდებულებმა შეთანხმებული პირობები არ შეასრულეს და გადაცემულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბათუმში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თაღლითურად დაეუფლნენ 275 000 ლარს - დაკავებულია 2 პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები