პენსიონერებს ატყუებდა, სესხებს ააქტიურებდა, დაეუფლა 43 792 ლარს - დაკავებულია 1 პირი
შსს-ს ცნობით, პენსიონერების მოტყუებითა და მათი საბანკო აპლიკაციებით სესხების გააქტიურების გზით 43 792 ლარის დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებული მოქალაქეებს 200-ლარიან დახმარებას ჰპირდებოდა, მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული პენსიონერებს ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა, რის შემდეგაც მათი პირადი მონაცემების ფარულად მოპოვებისა და მობილურ ტელეფონებში არსებული საბანკო აპლიკაციების გამოყენებით სესხებს ააქტიურებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ბრალდებული ჯამში 43 792 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2პენსიონერების საბანკო აპლიკაციით სესხების აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ბრალდებული ჯამში 43 792 ლარს დაეუფლა
- BM.GEდაკავებულია პირი, რომელმაც თაღლითურად პენსიონერების სესხების გააქტიურებით ₾43 792 მიითვისა | შსს
- ალიადააკავეს ქალი, რომელიც პენსიონერების სახელით სესხებს ააქტიურებდა – მითვისებულია 43 792 ლარი
ციტატები სტატიიდან
„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.