პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დაკავებულია პირი, რომელმაც თაღლითურად პენსიონერების სესხების გააქტიურებით ₾43 792 მიითვისა | შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც პენსიონერებს თაღლითურად, მობილურ ტელეფონებში საბანკო აპლიკაციებით სესხების გააქტიურების გზით, ჯამში 43 792 ლარი მიითვისა.

დაკავებულია პირი, რომელმაც თაღლითურად პენსიონერების სესხების გააქტიურებით ₾43 792 მიითვისა | შსს
BM.GE

დაკავებულია პირი, რომელმაც თაღლითურად პენსიონერების სესხების გააქტიურებით ₾43 792 მიითვისა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პენსიონერებს ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა, რის შემდეგაც მათი პირადი მონაცემების ფარულად მოპოვებისა და მობილურ ტელეფონებში არსებული საბანკო აპლიკაციების გამოყენებით სესხებს ააქტიურებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ბრალდებული ჯამში 43 792 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპენსიონერების საბანკო აპლიკაციით სესხების აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ბრალდებული ჯამში 43 792 ლარს დაეუფლა
  2. ალიაოპოზიციურიდააკავეს ქალი, რომელიც პენსიონერების სახელით სესხებს ააქტიურებდა – მითვისებულია 43 792 ლარი
  3. ფორმულაოპოზიციურიპენსიონერებს ატყუებდა, სესხებს ააქტიურებდა, დაეუფლა 43 792 ლარს - დაკავებულია 1 პირი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პენსიონერებს ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა, რის შემდეგაც მათი პირადი მონაცემების ფარულად მოპოვებისა და მობილურ ტელეფონებში არსებული საბანკო აპლიკაციების გამოყენებით სესხებს ააქტიურებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ბრალდებული ჯამში 43 792 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები