პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პენსიონერების საბანკო აპლიკაციით სესხების აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ბრალდებული ჯამში 43 792 ლარს დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც პენსიონერებს 200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა, მათი საბანკო აპლიკაციებით სესხებს ააქტიურებდა და ჯამში 43 792 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. გამოძიება 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პენსიონერების საბანკო აპლიკაციით სესხების აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ბრალდებული ჯამში 43 792 ლარს დაეუფლა
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პენსიონერებს ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა, რის შემდეგაც მათი პირადი მონაცემების ფარულად მოპოვებისა და მობილურ ტელეფონებში არსებული საბანკო აპლიკაციების გამოყენებით სესხებს ააქტიურებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ბრალდებული ჯამში 43 792 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

"პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. BM.GEოპოზიციურიდაკავებულია პირი, რომელმაც თაღლითურად პენსიონერების სესხების გააქტიურებით ₾43 792 მიითვისა | შსს
  2. ალიაოპოზიციურიდააკავეს ქალი, რომელიც პენსიონერების სახელით სესხებს ააქტიურებდა – მითვისებულია 43 792 ლარი
  3. ფორმულაოპოზიციურიპენსიონერებს ატყუებდა, სესხებს ააქტიურებდა, დაეუფლა 43 792 ლარს - დაკავებულია 1 პირი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები