ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ქობულეთში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლით დაიწყო.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს.
ინფორმაციას მომხდარის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
არსებული ცნობით, შემთხვევის დროს არასრულწლოვანი სახლში მამასთან ერთად მარტო იმყოფებოდა, დედა კი სამსახურში იყო. მოზარდმა მომხდარის შესახებ დედას ტელეფონით შეატყობინა, რის შემდეგაც ქალმა პოლიციას მიმართა.
საქმე 15 წლის გოგონას ეხება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლით დაიწყო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…