ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„საფრანგეთში მკვეთრად გაიზარდა, ჩემი უახლოესი მეგობრის, რაფაელ გლუქსმანის რეიტინგი“ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საფრანგეთში რაფაელ გლუქსმანის რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც მას რუსეთი ტროლ-ბოტებითა და ჰიბრიდული მეთოდებით ებრძვის, როგორც თავის დროზე პირადად მას ებრძოდა 2012 წელს.

„საფრანგეთში მკვეთრად გაიზარდა, ჩემი უახლოესი მეგობრის, რაფაელ გლუქსმანის რეიტინგი“ – სააკაშვილი
„საფრანგეთში მკვეთრად გაიზარდა, ჩემი უახლოესი მეგობრის, რაფაელ გლუქსმანის რეიტინგი“ – სააკაშვილიალია

მიხეილ სააკაშვილი გლუქსმანთან ერთად გადაღებულ ფოტოსა და პოსტს აქვეყნებს:

„უმაგრესი ამბავი. საფრანგეთში მკვეთრად გაიზარდა, ჩემი უახლოესი მეგობრის, რაფაელ გლუქსმანის რეიტინგი და მას უკვე აქვს ყველაზე კარგი შანსი მეორე ტურში აღმოჩნდეს მარინ ლე პენთან ერთად.

ეს არის ძალიან ცუდი ამბავი პუტინისთვის, ივანიშვილისთვის, ირანისთვის და ყველა სხვა ბოროტი ძალისთვის. ყურადღებით ვაკვირდები რაფაელის წინააღმდეგ კამპანიას და მას ებრძვიან რუსები მთელი თავისი ტროლ-ბოტებით, ზუსტად ისე, როგორც მებრძოდნენ მე – რაღაც ვიდეოების გამოგდებით, გაშარჟების მცდელობებით, ათასგვარი ტყუილის გამოგდებით.

ნუ ჩემთან გამოუვიდათ 2012-ში. ახლა კი ვერ გამოვა იმიტომ, რომ მსოფლიომ შეიძინა უდიდესი გამოცდილება მსგავსი ჰიბრიდული შემოტევების მოგერიების და ისწავლა ყველა ასეთი “სენსაციური” ამბის უკან, კრემლის ყურების ამოცნობა.

მითუმეტეს, რომ რაფაელი ევროპარლამენტში სწორედ რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ შექმნილ კომისიას ხელმძღვანელობს და საქართველოს გამოცდილებაც აქვს – ამიტომ ხუთი თითივით იცის თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ბინძურ, რუსულ პროპაგანდას.“

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უმაგრესი ამბავი. საფრანგეთში მკვეთრად გაიზარდა, ჩემი უახლოესი მეგობრის, რაფაელ გლუქსმანის რეიტინგი და მას უკვე აქვს ყველაზე კარგი შანსი მეორე ტურში აღმოჩნდეს მარინ ლე პენთან ერთად. ეს არის ძალიან ცუდი ამბავი პუტინისთვის, ივანიშვილისთვის, ირანისთვის და ყველა სხვა ბოროტი ძალისთვის. ყურადღებით ვაკვირდები რაფაელის წინააღმდეგ კამპანიას და მას ებრძვიან რუსები მთელი თავისი ტროლ-ბოტებით, ზუსტად ისე, როგორც მებრძოდნენ მე – რაღაც ვიდეოების გამოგდებით, გაშარჟების მცდელობებით, ათასგვარი ტყუილის გამოგდებით. ნუ ჩემთან გამოუვიდათ 2012-ში. ახლა კი ვერ გამოვა იმიტომ, რომ მსოფლიომ შეიძინა უდიდესი გამოცდილება მსგავსი ჰიბრიდული შემოტევების მოგერიების და ისწავლა ყველა ასეთი “სენსაციური” ამბის უკან, კრემლის ყურების ამოცნობა. მითუმეტეს, რომ რაფაელი ევროპარლამენტში სწორედ რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ შექმნილ კომისიას ხელმძღვანელობს და საქართველოს გამოცდილებაც აქვს – ამიტომ ხუთი თითივით იცის თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ბინძურ, რუსულ პროპაგანდას.“
მიხეილ სააკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარინ ლე პენი: ვითარება საგანგაშოა: ჩვენი ქვეყანა ძალადობასა და უმოქმედობას შორის არის მოქცეული და შეიძლება ითქვას, რომ მძევლადაც კი იქცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები