პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სააკაშვილი – ოპოზიცია მეორად, second-hand ოპოზიციად იქცა, second-hand ვის რაში სჭირდება, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც კი უთხრა, რომ მათი ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა

ქართული ოცნება

მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ ბოლო კვლევით მისი რეიტინგი 35-36%-ს გაუტოლდა, ხოლო ოპოზიცია, რომლის პარტიებიც 3%-ს ვერ სცდებიან, „second-hand ოპოზიციად“ იქცა.

მიხეილ სააკაშვილი – ოპოზიცია მეორად, second-hand ოპოზიციად იქცა, second-hand ვის რაში სჭირდება, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც კი უთხრა, რომ მათი ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა
პირველი არხი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნებისვე“ კვლევით, მისი რეიტინგი ივანიშვილ/კობახიძის ელექტორალურ რეიტინგს გაუტოლდა.

ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ე.წ. second-hand ოპოზიციად იქცა.

„მაგარი ამბავი! ქოცებისვე ჩატარებულ ბოლო კვლევაში, პირველად 2012 წლის შემდეგ, მე გავუტოლდი ივანიშვილ/კობახიძის ელექტორალურ რეიტინგს.

ორივეს დაგვიწერეს 35-36%. დანარჩენი ვერცერთი პარტია ვერ სცდება 3%-ს, რაც იმის შედეგია, რომ ოპოზიციამ ჩემი ოპონირება აირჩია მთავარ პრიორიტეტად, იმის მაგივრად, რომ დიქტატურას მწვავედ დაუპირისპირდეს. იქცა მეორად, second-hand ოპოზიციად და second-hand ვის რაში სჭირდება.

თან საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც კი უთხრა, რომ მათი „ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციური,,მაგარი ამბავი!“ – სააკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სააკაშილი ოპოზიციას - დროა თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ - ახლა ქვეყნის გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ და რა დროს რეიტინგების თვლაა, საკითხი დგას ასე: ან გავერთიანდებით ან გავქრებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები