პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რაფაელ გლუქსმანმა მემარცხენე-ცენტრისტების საპრეზიდენტო პრაიმერიზში გაიმარჯვა

ქართული ოცნება

საფრანგეთის მემარცხენე-ცენტრისტების საპრეზიდენტო პრაიმერიზში რაფაელ გლუქსმანმა ხმების 66.13%-ით გაიმარჯვა და 2027 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.

რაფაელ გლუქსმანმა მემარცხენე-ცენტრისტების საპრეზიდენტო პრაიმერიზში გაიმარჯვა
ნეტგაზეთი

პარტია Place Publique-ის დამფუძნებელმა, რაფაელ გლუქსმანმა სოციალისტებისა და მათი მემარცხენე-ცენტრისტული მოკავშირეების მიერ ორგანიზებულ პრაიმერიზში ხმების 66.13% მოიპოვა და საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.

გლუქსმანმა დაამარცხა სოციალისტი ლიდერი ოლივიე ფორი და სეგოლენ როიალი, რომელიც 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა.

„დღეს, ჩვენ ერთად მოვიგეთ ეს პრაიმერიზი. ეს შედეგი ძლიერ რამეს ამბობს — მემარცხენეებს, რომლებიც ერთგულნი არიან თავიანთი ღირებულებებისა, შეუძლიათ გაერთიანება, მართვა და გამარჯვება. მათ შეუძლიათ ისაუბრონ სამართლიანობაზე, ეკოლოგიასა და რესპუბლიკაზე არაფრის დათმობის გარეშე“, — წერს გლუქსმანი X-ზე.

Place Publique-ის არის საფრანგეთის ცენტრ-მემარცხენე პოლიტიკური პარტია, რომელიც რაფაელ გლუქსმანმა 2018 წელს დააფუძნა. გლუქსმანი, რომელიც 2019 წლიდან ევროპარლამენტის წევრია, ორჯერ ხელმძღვანელობდა სოციალისტების კამპანიას ევროპულ არჩევნებშიც.

რაფაელ გლუქსმანი 2005-2012 წლებში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო.

პრეზიდენტის არჩევნები საფრანგეთში 2027 წლის 18 აპრილს გაიმართება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. ტაბულაოპოზიციურირაფაელ გლუკსმანმა ცენტრისტი მემარცხენეების საპრეზიდენტო პრაიმერიზში გაიმარჯვა
  2. იმედინიუსისამთავრობორაფაელ გლუკსმანი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რაფაელ გლუკსმანს ფქვილი შეაყარესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები