ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა არ დააკმაყოფილა - POLITICO

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნეზის გადადგომის განცხადებას ხელი არ მოაწერა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მასობრივ არეულობებს 2 397 პირის დაკავება და 997 სამართალდამცველის დაშავება მოჰყვა. ნუნეზმა განაცხადა, რომ მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა არ დააკმაყოფილა - POLITICO
მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა არ დააკმაყოფილა - POLITICOრუსთავი 2

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნეზის გადადგომის განცხადებას ხელი არ მოაწერა, - ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ნუნეზმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება კვირას მიიღო, მას შემდეგ, რაც საფრანგეთში მასობრივი არეულობები და ძარცვა მოხდა. მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ "პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც მოხდა".

გამოცემის ცნობით, მაკრონმა ნუნეზს გადადგომის უფლება არ მისცა, რადგან, "არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამართალდამცველი ძალების უწყვეტი ხელმძღვანელობის აუცილებლობის საჭიროება დგას".

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შაბათს გამართულ საპროტესტო აქციაში დაახლოებით 550 000 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა, პროფკავშირების განცხადებით, მონაწილეთა რაოდენობა უფრო მეტი იყო.

სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 2 397 ადამიანი. სამართალდამცავი ორგანოების 997 თანამშრომელი დაშავდა, მათგან 7 მძიმე მდგომარეობაშია.

შინაგან საქმეთა მინისტრი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა, როგორც პოლიციის მხრიდან დემონსტრანტებთან მოპყრობის, ისე შაბათ-კვირას მომხდარი არეულობებისა და ძარცვის აღკვეთის უუნარობის გამო.

მწვანეთა პარტიის ლიდერმა და საფრანგეთის პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატმა, მარინ ტონდელიემ, ნუნეზი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან "მთელი ქალაქები ავაზაკების ანაბარა დატოვა, მაშინ როცა მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობრივად უსწორდებოდნენ".

ორშაბათს დილით, შაბათ-კვირის არეულობის შედეგების განსახილველად, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ მთავრობის საგანგებო სხდომაც მოიწვია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც მოხდა“
„არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამართალდამცველი ძალების უწყვეტი ხელმძღვანელობის აუცილებლობის საჭიროება დგას“
„მთელი ქალაქები ავაზაკების ანაბარა დატოვა, მაშინ როცა მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობრივად უსწორდებოდნენ“
მარინ ტონდელიე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ემანუელ მაკრონი დღეს ხალხს მიმართავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები