პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ემანუელ მაკრონი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას არ დასთანხმდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნეზის გადადგომის შეთავაზება არ მიიღო და მას ქვეყანაში დაწყებული მასობრივი არეულობისა და ძარცვის ფონზე მოროდიორებთან საბრძოლველად ახალი მიდგომების შემუშავება დაავალა.

ემანუელ მაკრონი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას არ დასთანხმდა
ინტერპრესნიუსი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნეზის გადადგომის შეთავაზება არ მიიღო, - ინფორმაციას Reuters-ი ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

ელისეს სასახლის განცხადებით, მაკრონმა აღნიშნა, რომ ნუნეზი თანამდებობაზე უნდა დარჩეს, რათა პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებში ბრძანებების გადაცემის უწყვეტობა უზრუნველყოფილი იყოს. ამასთან, პრეზიდენტმა ნუნეზს დაავალა, რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშაოს ახალი მიდგომები მოროდიორებთან გასამკლავებლად.

შეგახსენებთ, შაბათს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული დემონსტრაციები არეულობაში გადაიზარდა: სხვადასხვა ქალაქში აგრესიული ჯგუფები პოლიციას დაუპირისპირდნენ, დაიწვა მუნიციპალიტეტის შენობა, გაიძარცვა მაღაზიები. კვირას დაპირისპირებები მოხდა პარიზსა და მარსელში, სადაც კომერციული ობიექტების გაძარცვის მცდელობების აღსაკვეთად საპოლიციო ძალები ჩაერივნენ.

საპროტესტო გამოსვლები მოსახლეობის უკმაყოფილებამ გამოიწვია, რაც ცხოვრების ხარჯების ზრდას, საჯარო სერვისების მუშაობის გაუარესებასა და სკოლებში არსებულ მდგომარეობას უკავშირდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსაფრანგეთის შს მინისტრმა მასობრივი პროტესტების ფონზე გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა, თუმცა მაკრონმა ის არ მიიღო
  2. ფორმულაოპოზიციურისაფრანგეთში მასშტაბური არეულობაა — შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიციამ კონტროლი დაკარგა
  3. რუსთავი 2სამთავრობომაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა არ დააკმაყოფილა - POLITICO
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ზოგიერთ ქალაქს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიანიჭაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები