ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანდრეი სიბიგა: ტრამპთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე პუტინის მიწვევა, მის განდიდების მანიას გააღვივებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის სამიტი ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელებისკენ წაახალისებს. მისი თქმით, პუტინის მიწვევა მის განდიდების მანიას გააღვივებს, რადგან ის მსოფლიო ლიდერი კი არა, ომის დამნაშავეა.

ანდრეი სიბიგა: ტრამპთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე პუტინის მიწვევა, მის განდიდების მანიას გააღვივებს
ანდრეი სიბიგა: ტრამპთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე პუტინის მიწვევა, მის განდიდების მანიას გააღვივებსიმედინიუსი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელებისკენ წაახალისებს. სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში სიბიგამ აღნიშნა, რომ პუტინის ადგილი დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის გვერდით არ არის იქამდე, ვიდრე კრემლი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს.

„უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შორის ომის უფრო სწრაფად დასრულებას შეუწყობდა ხელს. რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა კი, სრულიად საპირისპირო შედეგს მოიტანს: ის პუტინს წაახალისებს, განაგრძოს ეს ომი.

პუტინის მიწვევა ასეთ შეხვედრაზე მხოლოდ გააღვივებდა მის განდიდების მანიას და მიანიჭებდა იმ წონას, რომელსაც არ იმსახურებს. ის მსოფლიო ლიდერი კი არა, ომის დამნაშავეა“, - წერს სიბიგა.

გამოცემა Wall Street Journal-მა დაწერა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ასეთი სამიტის გამართვის ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტმა წამოაყენა. გამოცემა წერს, რომ ამერიკა - რუსეთი-ჩინეთის ლიდერების შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობა გათვალისწინებული არ არის, რაც მოსკოვის მხრიდან კონფლიქტის მხოლოდ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ დასრულების კიდევ ერთი მცდელობა იქნება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ ასეთ შეხვედრებზე საუბრები მართლაც მიმდინარეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შორის ომის უფრო სწრაფად დასრულებას შეუწყობდა ხელს. რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა კი, სრულიად საპირისპირო შედეგს მოიტანს: ის პუტინს წაახალისებს, განაგრძოს ეს ომი. პუტინის მიწვევა ასეთ შეხვედრაზე მხოლოდ გააღვივებდა მის განდიდების მანიას და მიანიჭებდა იმ წონას, რომელსაც არ იმსახურებს. ის მსოფლიო ლიდერი კი არა, ომის დამნაშავეა“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუბიომ ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრაზე საუბრების მიმდინარეობა დაადასტურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები