პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პუტინი ტრამპს და სი ძინპინს უკრაინაზე სასაუბროდ შეხვედრას სთავაზობს – მედია

WSJ-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს უკრაინაში ომის მოსკოვის სასარგებლოდ დასრულებაზე სასაუბროდ სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა, რომელიც შესაძლოა ნოემბერში, შენჟენში APEC-ის სამიტზე გაიმართოს.

პუტინი ტრამპს და სი ძინპინს უკრაინაზე სასაუბროდ შეხვედრას სთავაზობს – მედია
ბათუმელები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვედრა უკრაინაზე სასაუბროდ, ომის დასრულებაზე, მოსკოვის სასარგებლოდ – წერს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ეს გეგმა წარმოადგენს პუტინის მცდელობას, ისარგებლოს ტრამპსა და რუსეთის ლიდერს შორის დამთბარი ურთიერთობებით.

„უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის გარეშე ასეთი სამიტის გამართვა უპრეცედენტო მოვლენა იქნებოდა, რომელიც ევროპულ დედაქალაქებსა და მის ფარგლებს გარეთ სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევდა“ – წერს Wall Street Journal-ი.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ტრამპი ჯერ არ დათანხმდა ასეთი სამიტის ჩატარებას. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტი შესაძლოა დაეთანხმოს ამ იდეას, იმის გათვალისწინებით, რომ მას სურს შეასრულოს თავისი საარჩევნო დაპირება ომის დასრულების შესახებ.

გამოცემის წყაროების ცნობით, კრემლმა შესთავაზა სამმხრივი დიალოგის ჩატარება აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) მომავალ სამიტზე, რომელიც 18 და 19 ნოემბერს გაიმართება სამხრეთ ჩინეთში მდებარე ტექნოლოგიურ ცენტრში, შენჟენში.

ფოტოზე: სი ძინპინი, პუტინი და ტრამპი/ფოტოკოლაჟი

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოWSJ: პუტინს უკრაინის საკითხზე შეთანხმების განსახილველად ტრამპთან და სი ძინპინთან შეხვედრა სურს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიჩინეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიტრამპმა არ გამორიცხა სამმხრივი შეხვედრა სი ძინპინთან და პუტინთან
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუბიომ ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრაზე საუბრების მიმდინარეობა დაადასტურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები