პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე889 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეევა გოცირიძე - თითქმის ყოველი არჩევნების მერე მიდის განცხადებები: არჩევნები გაყალბდა, არის ბოიკოტის მოთხოვნა, ამას ახლავს საპროტესტო აქციები - როცა ეს მუდმივად გრძელდება, საქართველოს ინტერესებისთვის რამდენად ხელსაყრელია?889 ჩანაწერი · 13 მედია

ევროკომისიის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, უხეში ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებასა და სუვერენიტეტში - ევროკომისიის პრესსპიკერი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლო განხილვებით შეშფოთებულია

ევროკომისიის პრესსპიკერის, კრისტიან ვიგანდის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი შეშფოთებას იწვევს და საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმსა და პოლიტიკურ კონკურენციას.

ევროკომისიის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, უხეში ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებასა და სუვერენიტეტში - ევროკომისიის პრესსპიკერი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლო განხილვებით შეშფოთებულია
იმედინიუსი

ევროკომისიის პრესსპიკერი, კრისტიან ვიგანდი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლოში დაგეგმილ განხილვებზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ „ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს“.

მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაციის შესახებ პროცესი შეშფოთებას იწვევს.

„აღნიშნული პროცესი, საკანონმდებლო ცვლილებებისა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, მანამდე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაციის შესახებ შეშფოთებას იწვევს და საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს და მომავალშიც გააგრძელებს მის მონიტორინგს“, - აღნიშნავს კრისტიან ვიგანდი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებს
  2. რუსთავი 2სამთავრობოევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს - კრისტიან უიგანდი საქართველოზე
  3. ფორმულაოპოზიციურიევროკომისიის პრესპიკერი: EU ყურადღებით აკვირდება ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელებს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პარტიების აკრძალვა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს – ევროკომისიის პრესსპიკერიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები