პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე889 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეევა გოცირიძე - თითქმის ყოველი არჩევნების მერე მიდის განცხადებები: არჩევნები გაყალბდა, არის ბოიკოტის მოთხოვნა, ამას ახლავს საპროტესტო აქციები - როცა ეს მუდმივად გრძელდება, საქართველოს ინტერესებისთვის რამდენად ხელსაყრელია?889 ჩანაწერი · 13 მედია

ევროკომისიის პრესპიკერი: EU ყურადღებით აკვირდება ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელებს

საკონსტიტუციო სასამართლო

ევროკომისიის პრესსპიკერის, კრისტიან უიგანდის განცხადებით, საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელები და სასამართლოში მიმდინარე პროცესები მართლმსაჯულების შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზაციაზე მიუთითებს.

ევროკომისიის პრესპიკერი: EU ყურადღებით აკვირდება ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელებს
ფორმულა

ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა "ევროსკოპის" შეკითხვას უპასუხა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ განხილვებზე.

ევროკომისიის პრესპიკერის თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ ამ სარჩელებს, ასევე, ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

მისი შეფასებით, ეს მოვლენები, ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრინდელ განცხადებებთან ერთად, მიუთითებს სასამართლო სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზაციაზე.

"ეს საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმს და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას. ამიტომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამას და გავაგრძელებთ ამ სარჩელის თვალყურის მიდევნებას'", - თქვა ევროკომისიის პრესპიკერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებს
  2. იმედინიუსისამთავრობოევროკომისიის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, უხეში ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებასა და სუვერენიტეტში - ევროკომისიის პრესსპიკერი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლო განხილვებით შეშფოთებულია
  3. რუსთავი 2სამთავრობოევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს - კრისტიან უიგანდი საქართველოზე
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პარტიების აკრძალვა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს – ევროკომისიის პრესსპიკერიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები