პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე889 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეევა გოცირიძე - თითქმის ყოველი არჩევნების მერე მიდის განცხადებები: არჩევნები გაყალბდა, არის ბოიკოტის მოთხოვნა, ამას ახლავს საპროტესტო აქციები - როცა ეს მუდმივად გრძელდება, საქართველოს ინტერესებისთვის რამდენად ხელსაყრელია?889 ჩანაწერი · 13 მედია

პარტიების აკრძალვა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს – ევროკომისიის პრესსპიკერი

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვის

ევროკომისიის პრესსპიკერის, კრისტიან უიგანდის განცხადებით, საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და სასამართლოს ქმედებები მართლმსაჯულების სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზებაზე მიუთითებს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს.

პარტიების აკრძალვა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს – ევროკომისიის პრესსპიკერი
ნეტგაზეთი

ევროკომისიის პრესსპიკერის, კრისტიან უიგანდის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს.

ამის შესახებ მან „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად განაცხადა.

„ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ხუთი მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მიზნით შეტანილ ამ სარჩელებს, მათ შორის უახლეს მოვლენებსაც, ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქმედებებს.

ეს მოვლენები, უახლეს საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, მიუთითებს მართლმსაჯულების სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზებაზე.

ეს ქმნის საფრთხეს, რომ ძირი გამოეთხაროს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას. ასე რომ, ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და გავაგრძელებთ ამ სარჩელის მონიტორინგს“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

საკონსტიტუციო სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.

ევროკომისიის პრესსპიკერმა ასევე უპასუხა „ევროსკოპის” შეკითხვას ჟურნალისტ ვახო სანაიას შესახებ, რომელიც ფეისბუქ პოსტის გამო დააკავეს.

„ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაფიქსირებდით პოზიციას „ქართული ოცნების“ იმ ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩახშობისკენ.

ისინი, სამწუხაროდ, ცდილობენ შეინარჩუნონ ან გააგრძელონ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, და უკან წაიღოს შემზღუდავი კანონმდებლობა“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

დღეს, 19 ოქტომბერს, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ერთი ვიდეოს გამო. მას ბრალად შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფა ჰქონდა წარდგენილი.

მანამდე, 22 ივლისს ვახო სანაიას მსგავსი „სამართალდარღვევისთვის“ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა, ხოლო 10 ივლისს 6,000-ლარიანი ჯარიმა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დააკისრა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირა თქვა ევროკომისიის პრესსპიკერმა ვახო სანაიას დაპატიმრების შესახებ შეკითხვაზე
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისაგარეო უწყება ევროკომიის კრიტიკაზე: „აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ...
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები