ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის რამდენიმე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს - ქუჩაში მომხდარი შეტაკებებისა და ძალადობის ფაქტებზე 2 513 პირი დააკავეს

იუსტიციის სამინისტრო

საფრანგეთის დიდ ქალაქებში მასობრივი არეულობის გამო კომენდანტის საათი დაწესდა, შეტაკებებისა და ძალადობის ფაქტებზე კი 2 513 პირი დააკავეს. იუსტიციის სამინისტრომ გასცა დირექტივა, საქმეები ორგანიზებული დანაშაულის მუხლით დაკვალიფიცირდეს.

საფრანგეთის რამდენიმე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს - ქუჩაში მომხდარი შეტაკებებისა და ძალადობის ფაქტებზე 2 513 პირი დააკავეს
საფრანგეთის რამდენიმე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს - ქუჩაში მომხდარი შეტაკებებისა და ძალადობის ფაქტებზე 2 513 პირი დააკავესრუსთავი 2

საფრანგეთის რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის პარიზში, ლიონში, ლილში და ნიცაში, კომენდანტის საათი მოქმედებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით, შესაბამისი განკარგულებები პრეფექტურებმა მას შემდეგ გასცეს, რაც პროტესტი მასობრივ არეულობაში, ვანდალიზმში და მოროდიორობაში გადაიზარდა.

ქუჩაში მომხდარი შეტაკებებისა და ძალადობის ფაქტებზე 2 513 პირი დააკავეს. ამასთან, იუსტიციის სამინისტრომ პროკურატურებს მისცა დირექტივა, საქმეები "ორგანიზებული დანაშაულის" მუხლით დააკვალიფიცირონ, რაც წინასწარი დაკავების ვადის 48-დან 72 საათამდე გაზრდის საშუალებას იძლევა.

ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება ასობით მოსწავლემ, სტუდენტმა, პედაგოგმა და სამართალდამცველმა მიიღო. ხელისუფლება ძალადობის ორგანიზებაში ულტრამემარცხენე ჯგუფებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებს ადანაშაულებს და, საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც არ გამორიცხავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ზოგიერთ ქალაქს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიანიჭაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები