ბევრი მაროდიორი ნამდვილი "გენიოსია", აზრად არ მოსვლიათ ნიღბების გაკეთება. ვიწყებთ მასშტაბურ სამართლებრივ ოპერაციას. მხოლოდ პარიზის რეგიონში 200 გამომძიებელი ფოტო და ვიდეომასალის ანალიზზე იმუშავებს - საფრანგეთის პრემიერი
საფრანგეთში მასობრივი არეულობისა და შეტაკებების გამო 2 513 პირი დააკავეს, რამდენიმე დიდ ქალაქში კი კომენდანტის საათი ამოქმედდა. ხელისუფლების ცნობით, უნიღბო მაროდიორების გამოსავლენად და დასასჯელად მასშტაბური სამართლებრივი ოპერაცია იწყება.

ევროპაში კვლავ მასშტაბური პროტესტია. საფრანგეთის რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის პარიზში, ლიონში, ლილში და ნიცაში, კომენდანტის საათი მოქმედებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით, შესაბამისი განკარგულებები პრეფექტურებმა მას შემდეგ გასცეს, რაც პროტესტი მასობრივ არეულობაში, ვანდალიზმში და მაროდიორობაში გადაიზარდა.
ქუჩაში მომხდარი შეტაკებებისა და ძალადობის ფაქტებზე 2 513 პირი დააკავეს. ამასთან, იუსტიციის სამინისტრომ პროკურატურებს მისცა დირექტივა, საქმეები "ორგანიზებული დანაშაულის" მუხლით დააკვალიფიცირონ, რაც წინასწარი დაკავების ვადის 48-დან 72 საათამდე გაზრდის საშუალებას იძლევა.
ძალოვნებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება ასობით მოსწავლემ, სტუდენტმა, პედაგოგმა და სამართალდამცველმა მიიღო.
ხელისუფლება ძალადობის ორგანიზებაში ულტრამემარცხენე ჯგუფებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებს ადანაშაულებს და, საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც არ გამორიცხავს.
ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამართალდამცველები აქტიურად იმუშავებენ იმ პირების გამოსავლენად, რომლებსაც მაროდიორობის დროს ნიღაბი არ ეკეთათ.
"ალბათ, სოციალურ ქსელებში შეამჩნიეთ, რომ ბევრი მაროდიორი ნამდვილი "გენიოსია" - მათ აზრადაც არ მოსვლიათ ბალაკლავების ან ნიღბების გაკეთება. შესაბამისად, დღეიდან ვიწყებთ უმნიშვნელოვანეს, მასშტაბურ სამართლებრივ ოპერაციას. მხოლოდ პარიზის რეგიონში პოლიციის პრეფექტურის დაახლოებით 200 გამომძიებელი ფოტო და ვიდეომასალის ანალიზზე იმუშავებს. პოლიცია და ჟანდარმერია თავის საქმეს ურთულეს გარემოში, მკაცრად გაწერილი პროცედურების დაცვით ასრულებს", - განაცხადა სებასტიან ლეკორნუმ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ალბათ, სოციალურ ქსელებში შეამჩნიეთ, რომ ბევრი მაროდიორი ნამდვილი "გენიოსია" - მათ აზრადაც არ მოსვლიათ ბალაკლავების ან ნიღბების გაკეთება. შესაბამისად, დღეიდან ვიწყებთ უმნიშვნელოვანეს, მასშტაბურ სამართლებრივ ოპერაციას. მხოლოდ პარიზის რეგიონში პოლიციის პრეფექტურის დაახლოებით 200 გამომძიებელი ფოტო და ვიდეომასალის ანალიზზე იმუშავებს. პოლიცია და ჟანდარმერია თავის საქმეს ურთულეს გარემოში, მკაცრად გაწერილი პროცედურების დაცვით ასრულებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.