ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ენგურჰესი“ 24-25 ივლისის ჩაბნელებაზე: ძაბვის რეგულატორები სათანადოდ არ რეაგირებდნენ

საქართველოს რკინიგზაGWPსემეკისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

„ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია აცხადებს, რომ 24-25 ივლისის ჩაქრობისას გენერატორების აგზნების სისტემები და ძაბვის რეგულატორები სათანადოდ არ რეაგირებდნენ. კომპანიამ მოწყობილობების განსაახლებლად 560 000 ევროს ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.

„ენგურჰესი“ 24-25 ივლისის ჩაბნელებაზე: ძაბვის რეგულატორები სათანადოდ არ რეაგირებდნენ
„ენგურჰესი“ 24-25 ივლისის ჩაბნელებაზე: ძაბვის რეგულატორები სათანადოდ არ რეაგირებდნენრადიო თავისუფლება

ამის შესახებ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია შესყიდვების სააგენტოსთვის 29 სექტემბერს გაგზავნილ წერილში წერს.

„მიმდინარე წლის 24-25 ივლისის სასიტემო ავარიებმა, რომელიც განვითარდა საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში გადასვლის დროს (დაირღვა აზარბაიჯანის ენერგოსისტემასთან პარალელური მუშაობის რეჟიმი) და რასაც მოყვა ენერგოსისტემის მთლიანი ჩაქრობა, აჩვენა, რომ N1,3 ,4 და 5 გენერატორების აგზნების სიტემები და ძაბვის რეგულატორები სათანადოდ არ რეაგირებენ სასიტემო ავარიების დროს განვითარებულ პროცესებზე“, - წერია წერილში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საჭიროა მართვისა და კონტროლის სისტემების ახლი, თანამედროვე ციფრული მოწყობილბებით შეცვლა.

„ენგურჰესმა“ მოწყობილობების განსაახლებლად 560 000 ევროს ღირებულების კონტრაქტი „Voith Hydro GmbH” & Co KG-სთან 16 ოქტომბერს გააფორმა.

რა მოხდა 24 და 25 ივლისს?

24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის გარეშე დარჩა თბილისი და რეგიონები, შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მუშაობა.

გათიშვის შედეგად გაჩერდა თბილისის მეტრო და საქართველოს რკინიგზა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა წყალმომარაგების კომპანია GWP-ს სატუმბ სადგურსაც, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს დროებით წყლის მიწოდებაც შეეზღუდა.

სემეკი ავარიების გამომწვევი მიზეზების შესწავლას შეუდგა, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 25 ივლისს საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. მას შემდეგ სუსს გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

სემეკის 4 აგვისტოს სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ენგურჰესის“ შესაძლო არასწორ რეაგირებასაც.

კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თორნიკე აფრიაშვილის განმარტებით, აზერბაიჯანთან პარალელური კავშირის გაწყვეტის შემდეგ ელექტროსადგურებს სიხშირე და ძაბვა უნდა დაერეგულირებინათ.

თუმცა სემეკის წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, „ენგურჰესის“ აგრეგატების ძაბვის ავტომატურმა რეგულირებამ არასწორად იმუშავა და ეს 24 და 25 ივლისის ავარიების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ყოფილიყო.

სხდომაზე ასევე გაირკვა, რომ „ენგურჰესის“ აგრეგატების ძაბვის ავტომატურ რეგულირებასთან დაკავშირებული ხარვეზები ჯერ კიდევ 4 ივლისს დაფიქსირდა. ამის შესახებ სახელმწიფო ელექტროსისტემამ ჰესის ხელმძღვანელობას 10 ივლისს წერილობითაც აცნობა.

მესამე გათიშვა

24 და 25 ივლისის შემდეგ საქართველოს ელექტროსისტემა კიდევ ერთხელ, 5 აგვისტოს გაითიშა.

ამჯერად გათიშვა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე მიმდინარე დაგეგმილი ტესტირების დროს მოხდა.

სახელმწიფო ელექტროსისტემის განმარტებით, შესაბამისი მოწყობილობების შესამოწმებლად აუცილებელი იყო სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, მათ შორის სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ მაჩვენებლებზე.

ამ პროცესში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ქვეყნის მასშტაბით შეწყდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიმდინარე წლის 24-25 ივლისის სასიტემო ავარიებმა, რომელიც განვითარდა საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში გადასვლის დროს (დაირღვა აზარბაიჯანის ენერგოსისტემასთან პარალელური მუშაობის რეჟიმი) და რასაც მოყვა ენერგოსისტემის მთლიანი ჩაქრობა, აჩვენა, რომ N1,3 ,4 და 5 გენერატორების აგზნების სიტემები და ძაბვის რეგულატორები სათანადოდ არ რეაგირებენ სასიტემო ავარიების დროს განვითარებულ პროცესებზე“
ლევან მებონია
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ავარიები ელექტროსისტემაში - სემეკი რუსული კომპანიის კუთვნილი ჰესის საკითხსაც განიხილავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები