პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხუთი ოპოზიციური პარტიის გაუქმების სარჩელის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს. მოსარჩელე დეპუტატები მათ კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებენ.

ხუთი ოპოზიციური პარტიის გაუქმების სარჩელის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
რუსთავი 2

21, 22 და 23 ოქტომბერს ჩანიშნულ განხილვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

"კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, ნათლად დასტურდება სარჩელში მითითებული ხუთი პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში უკვე გამოიხატა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის სამომავლო მიზნის არსებობაში ვლინდება.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სარჩელით წარმოდგენილი სათანადო ფაქტები და არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მყარ საფუძველს, რის გამოც საქართველოს პარლამენტის წევრები - მოითხოვენ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს მოპასუხე პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და აკრძალოს ისინი", - აღნიშნულია განცხადებაში.

ხვალიდან საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. პირველი არხისამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
  3. რუსთავი 2სამთავრობოხვალ, საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვას იწყებს - რა არგუმენტებით მიდის სასამართლოში მმართველი პარტია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, ნათლად დასტურდება სარჩელში მითითებული ხუთი პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში უკვე გამოიხატა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის სამომავლო მიზნის არსებობაში ვლინდება. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სარჩელით წარმოდგენილი სათანადო ფაქტები და არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მყარ საფუძველს, რის გამოც საქართველოს პარლამენტის წევრები - მოითხოვენ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს მოპასუხე პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და აკრძალოს ისინი“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთში განახლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები