ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაბა ქედაში კულტურის ცენტრის რეაბილიტაციისა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ფერდსამაგრი კედლის მშენებლობას გაეცნო, რის შემდეგაც ცენტრალურ პარკში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდარუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერთან, მამუკა თურმანიძესთან დაბა ქედაში კულტურის ცენტრის რეაბილიტაციისა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ფერდსამაგრი კედლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

კულტურის ცენტრის პროექტი შენობის სრულ შიდა და გარე რეაბილიტაციას ითვალისწინებს. განახლებულ შენობაში შეიქმნება მრავალფუნქციური სივრცე, სადაც სახელოვნებო სკოლა, ბიბლიოთეკა და კულტურის ცენტრი განთავსდება. მოეწყობა 300-მდე მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, რომელიც თანამედროვე გახმოვანებისა და განათების სისტემებით აღიჭურვება. განახლებული ინფრასტრუქტურა ახალგაზრდებს შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას მისცემს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.

მთავრობის თავმჯდომარე დაბა ქედაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ფერდსამაგრი კედლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. პროექტი ფერდსამაგრი კედლის მშენებლობასთან ერთად მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც ითვალისწინებს. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

ზურაბ პატარაძე დაბა ქედის ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე მოქალაქეებს მათ საჭიროებებზე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ქედის განვითარების შესაძლებლობებზე გაესაუბრა. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სამუშაოებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე და მწვანე ტბაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები