ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძის განვითარების საკითხებზე ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, კურორტ გოდერძის განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია პროექტების დროული და ხარისხიანი განხორციელება, რათა კურორტი ზამთრის სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. კურორტზე მიმდინარეობს გზის მშენებლობა, ავტოსადგურის, მრავალფუნქციური ბაზრობა-გამოფენის კომპლექსისა და თოვლსატკეპნი ტექნიკის ანგარის მშენებლობა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძის განვითარების საკითხებზე ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძის განვითარების საკითხებზე ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართარუსთავი 2

ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძის განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, შესაბამისი უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის პროცესს და დინამიკას.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კურორტ გოდერძის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების დროული და ხარისხიანი განხორციელება, რათა კურორტი ზამთრის სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

"კურორტ გოდერძიზე სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, უახლოეს დღეებში დაიწყება გზის მშენებლობა შესასვლელიდან ცენტრალურ ნაწილამდე. ასევე, განთავსდება მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს სერვისების გაუმჯობესებას. შესაბამისმა სამსახურებმა კონკრეტული დავალებები მიიღეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს როგორც სამუშაოების ხარისხს, ისე ვადების დაცვას. კურორტს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი მიზანია, ეს შესაძლებლობები სრულად გამოვიყენოთ და კიდევ უფრო მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ჩამოვაყალიბოთ", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გენერალური გეგმით გათვალისწინებული პროექტების თანმიმდევრულ განხორციელებაზე. აღინიშნა, რომ აჭარის მთავრობის მიზანი კურორტზე ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა, ახალი სასტუმრო კომპლექსებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერასა და რეგიონში ეკონომიკური აქტივობის ზრდას.

დღესვე, მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე მიმდინარე და დაგეგმილ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნო - კურორტზე თანამედროვე სტანდარტების ავტოსადგურის, მრავალფუნქციური ბაზრობა-გამოფენის კომპლექსისა და თოვლსატკეპნი ტექნიკის ანგარის მშენებლობა მიმდინარეობს.

მიმდინარე პროექტები მოინახულეს და სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და კურორტ გოდერძის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კურორტ გოდერძიზე სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, უახლოეს დღეებში დაიწყება გზის მშენებლობა შესასვლელიდან ცენტრალურ ნაწილამდე. ასევე, განთავსდება მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს სერვისების გაუმჯობესებას. შესაბამისმა სამსახურებმა კონკრეტული დავალებები მიიღეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს როგორც სამუშაოების ხარისხს, ისე ვადების დაცვას. კურორტს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი მიზანია, ეს შესაძლებლობები სრულად გამოვიყენოთ და კიდევ უფრო მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ჩამოვაყალიბოთ“
ზურაბ პატარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და მთავრობის წევრების ჩართულობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები