ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს შეხვდა

აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის კულტურის მინისტრი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს შეხვდნენ. თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ ახალი სეზონის გეგმებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, ხოლო ზურაბ პატარაძემ თეატრის მხარდაჭერისა და სამომავლო ინიციატივების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს შეხვდარუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს და თანამშრომლებს აჭარის კულტურის მინისტრთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ ახალი სეზონისთვის მზადებასთან, შემოქმედებით გეგმებთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა.

შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა ბათუმის დრამატული თეატრის როლს რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში და აღნიშნა, რომ თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა, მისი ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„მოვისმინეთ თეატრის თანამშრომლების მოსაზრებები და ინიციატივები. განვიხილეთ არსებული პროგრამები და სამომავლო გეგმები, რომლებიც შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობასა და თეატრის თანამშრომლებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ითვალისწინებს. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ გასტროლებს და ქართული თეატრალური ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას, რაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალი პრემიერებისა და აღიარებულ რეჟისორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც მსახიობებს პროფესიული ზრდის, ახალი გამოცდილების მიღებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის საშუალებას მისცემს.

მთავრობის თავმჯდომარემ თეატრის მსახიობებსა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა რეგიონის კულტურულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებული შემოქმედებითი სეზონი უსურვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოვისმინეთ თეატრის თანამშრომლების მოსაზრებები და ინიციატივები. განვიხილეთ არსებული პროგრამები და სამომავლო გეგმები, რომლებიც შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობასა და თეატრის თანამშრომლებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ითვალისწინებს. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ გასტროლებს და ქართული თეატრალური ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას, რაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“
ზურაბ პატარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.