პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმელ მედროშეს სავარაუდოდ 7 ნოემბერს საპროცესოთი გაათავისუფლებენ

საქართველოს პროკურატურა

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეს, ზურაბ ჭავჭანიძეს სავარაუდოდ 7 ნოემბერს საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლებენ. ადვოკატ ნინო ლომინაძის ცნობით, პირობა 1 წლითა და 1 თვით პატიმრობასა და 2 წლით პირობით მსჯავრს ითვალისწინებს.

ბათუმელ მედროშეს სავარაუდოდ 7 ნოემბერს საპროცესოთი გაათავისუფლებენ
ბათუმელები

ბათუმელ მედროშეს ზურაბ ჭავჭანიძეს სავარაუდოდ 7 ნოემბერს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლებენ. ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი, ნინო ლომინაძე ამბობს, რომ დღეს, 19 ოქტომბერს მან პროკურორ თამარ იაკობიძისგან მიიღო დადასტურება საპროცესო შეთანხმების პირობებზე.

დღეს, 19 ოქტომბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ზურაბ ჭავჭანიძის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა.

„საპროცესო შეთანხმების პირობაა 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 2 წლით პირობითი მსჯავრი,“ – გვითხრა ადვოკატმა ნინო ლომინაძემ.

მისივე თქმით, სავარაუდოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე გაფორმდება საპროცესო შეთანხმება, ვინაიდან საპროცესო შეთანხმება დასახელებული პირობებით მისაღებია, როგორც ზურაბ ჭავჭანიძისთვის, ასევე პროკურატურისთვის.

ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე – რასაც სასამართლოს დადასტურება სჭირდება – შეუძლია უარი თქვას საპროცესოზე, რომლის აუცილებელი პირობაა წარდგენილი ბრალის აღიარება.

ზურაბ ჭავჭანიძე „4 ოქტომბრის საქმის“ ერთ-ერთი მსჯავრდებულია, რომელსაც 2026 წლის 22 ივნისს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ამ საქმეზე ბრალდებულ კიდევ 7 პირს.

ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეა.

მას პროკურატურა „4 ოქტომბრის საქმეზე“ ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ბათუმელი მედროშე ციხეს ნომებრის დასაწყისში დატოვებს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიკიდევ ერთი საპროცესო 4 ოქტომბრის საქმეზე - ზურაბ ჭავჭანიძე ციხეს ნოემბერში დატოვებს
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„გრუზია ბეზ გრუზინ“ – ესაა რუსული მმართველობა! საქართველო იღუპება” – ბათუმელი მედროშეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები