პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„გრუზია ბეზ გრუზინ“ – ესაა რუსული მმართველობა! საქართველო იღუპება” – ბათუმელი მედროშე

თბილისის საქალაქო სასამართლო

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა. მან განაცხადა, რომ საქართველო იღუპება და ქვეყანაში „რუსული მმართველობაა“; ციხე ასევე დატოვეს ნანა სანდერმა და ირაკლი ჩხვირკვიამ.

„გრუზია ბეზ გრუზინ“ – ესაა რუსული მმართველობა! საქართველო იღუპება” – ბათუმელი მედროშე
ალია

ბათუმელმა მედროშემ ციხე დატოვა – როგორც მან საპატიმროს დატოვების შემდეგ თქვა, “საქართველო ფაქტობრივად იღუპება და ყოველწუთიერად მიდის გენოციდი ქართველი ერის.“

ჭავჭანიძემ გადარჩენის ერთადერთ გზად სიყვარული დაასახელა და თქვა, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია, რომელიც სიცოცხლეზე მეტიც კი ღირს.

მე ვარ სოხუმელი და 15 ვაჟკაცი, ბავშვობიდან ერთად რომ ვიზრდებოდით, ისინი დამეღუპა, სამყარო ხომ დამენგრა სოხუმში, ყველაზე მეტი საშინელება ის იყო, საზღვარი რომ გადმოვკვეთე და ძმა ძმას იარაღს რომ ესროდა, სამოქალაქო ომი რომ მიდიოდა, ერთმანეთს ვხოცავდით, ამაზე მეტი საშინელება არაფერია. ერთადერთი გზა ხსნისკენ, სიყვარულია, საქართველო ფაქტობრივად იღუპება, ყოველწუთიერად მიდის გენოციდი ქართველი ერის. რუსული მმართველობა რას ნიშნავს, „გრუზია ბეზ გრუზინ“ ესაა რუსული მმართველობა. ფასდაუდებელია თავისუფლება, სიცოცხლეც კი არ ღირს თავისუფლებაზე მეტი, ყველას ვუსურვებ გათავისუფლებას, – თქვა ჭავჭანიძემ.

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ზურაბ ჭავჭანიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, მას ერთი წელი და ერთი თვე რეალური სასჯელი და ორი წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

ჭავჭანიძეს თბილისი საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო საპროცესო შეთანხმება მხარეებმა სააპელაციო სასამართლოში გააფორმეს.

ასევე ამავე საქმეზე მსჯავრდებულებმაც, ნანა სანდერმა და ირაკლი ჩხვირკვიამაც პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციური“საქართველო იღუპება“ - ბათუმელი მედროშის პირველი კომენტარი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბათუმელ მედროშეს სავარაუდოდ 7 ნოემბერს საპროცესოთი გაათავისუფლებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები