პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, საპატიმრო 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა - ზურაბ ჭავჭანიძემაც დატოვა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სააპელაციოში გაფორმებული შეთანხმებით 1 წელი და 1 თვე რეალური, ხოლო 2 წელი პირობითი სასჯელი განესაზღვრა.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, საპატიმრო 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა - ზურაბ ჭავჭანიძემაც დატოვა
ინტერპრესნიუსი

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ზურაბ ჭავჭანიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

ის პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, მას ერთი წელი და ერთი თვე რეალური სასჯელი და ორი წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

ჭავჭანიძეს თბილისი საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო საპროცესო შეთანხმება მხარეებმა სააპელაციო სასამართლოში გააფორმეს.

ასევე ამავე საქმეზე მსჯავრდებულებმაც, ნანა სანდერმა და ირაკლი ჩხვირკვიამაც პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვეს.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ზურაბ ჭავჭანიძეს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიაქტივისტმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
  2. ფორმულაოპოზიციურირეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“საქართველო იღუპება“ - ბათუმელი მედროშის პირველი კომენტარი ციხიდან გათავისუფლების შემდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები