ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კიდევ ერთი საპროცესო 4 ოქტომბრის საქმეზე - ზურაბ ჭავჭანიძე ციხეს ნოემბერში დატოვებს

საქართველოს პროკურატურათბილისის საქალაქო სასამართლო

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლითაც 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიესაჯა და ციხეს ნოემბერში დატოვებს. შეთანხმების სურვილი ანტონ ვარდანიძემაც გამოთქვა, საქმეზე მსჯავრდებული კიდევ ექვსი პირი კი ბრალს არ აღიარებს და დავას სააპელაციოში აგრძელებს.

კიდევ ერთი საპროცესო 4 ოქტომბრის საქმეზე - ზურაბ ჭავჭანიძე ციხეს ნოემბერში დატოვებს
კიდევ ერთი საპროცესო 4 ოქტომბრის საქმეზე - ზურაბ ჭავჭანიძე ციხეს ნოემბერში დატოვებსრადიო თავისუფლება

ზურაბ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმების გაფორმება წინა სასამართლო პროცესზე მოითხოვა. დღეს კი პროკურატურამ შეთანხმების პირობები გააცნო: ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით პირობითი მსჯავრი.

დღევანდელ სხდომაზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილი კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა, ანტონ ვარდანიძემ გამოთქვა. პროკურატურამ მისი მოთხოვნა უნდა განიხილოს.

ამ საქმეზე მსჯავრდებული კიდევ ექვსი პირი საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებს და დანაშაულს არ აღიარებს. ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებენ.

2026 წლის 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჭავჭანიძესა და კიდევ შვიდ დემონსტრანტს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებოდნენ.

მაშინ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმება მოითხოვა, თუმცა პროკურატურამ მასზე უარი თქვა. პროკურორმა თამარ იაკობიძემ განმარტა, რომ მსჯავრდებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებდა, რაც შეთანხმების გაფორმებისთვის აუცილებელი პირობა იყო.

ამავე საქმეზე, რომელშიც თავდაპირველად 14 ადამიანი იყო ბრალდებული, ექვს პირს საპროცესო შეთანხმება ჯერ კიდევ ივნისში გაუფორმდა და ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გასული წლის 4 ოქტომბერს, მაშინ, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.

სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.

ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიერ ბრალის აღიარებაზე: „რადიკალები ახლა ძალიან იმედგაცრუებულები და ამავდროულად გაბრაზებულები არიან, რადგან თვალსა და ხელს შუა გამოეცალათ ყალბი ნარატივის აგების შესაძლებლობა, თითქოს პოლიტიკური ნიშნით ვინმე არის გასამართლებული“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები