ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ბათუმელი მედროშე ციხეს ნომებრის დასაწყისში დატოვებს

საქართველოს პროკურატურა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბათუმელ მედროშეს, ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რის შედეგადაც ის ციხეს ნოემბრის დასაწყისში დატოვებს. პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, შეთანხმების სურვილი კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა გამოთქვა, 6 პირი კი ბრალს არ აღიარებს.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბათუმელ მედროშეს, ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის ციხეს ნოემბრის დასაწყისში დატოვებს. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა.

ზურა ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმების გაფორმება წინა სასამართლო პროცესზე მოითხოვა, დღეს კი მას სახელმწიფო მბრალდებელმა საკუთარი პირობები გააცნო - 1. 1 თვე რეალური სასჯელი და 2 წელი პირობითი მსჯავრი.

დღევანდელ სხდომაზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილი გამოთქვა კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა. საუბარია ანტონ ვარდანაძეზე, რომლის საკითხზეც პროკურატურამ უნდა იმსჯელოს.

კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა მომმართა ბრალდების მხარეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. აღნიშნულ განცხადებას ბრალდების მხარე განიხილავს და ლოგიკურია, მომდევნო პროცესზე დაცვის მხარეს უკვე ეცნობება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პოზიცია.

აქვე გიდასტურებთ, რომ ერთ მსჯავრდებულტან დაკავშირებით მივაღწეით შეთანხმებას, ამ შემთხვევაში, ზურაბ ჭავჭანიძეზეა საუბარი და სხდომაზე იქნება წარმოდგენილი შესაბამისი ოქმები, - ამბობს პროკურორი თამარ იაკობიძე.

აღსანიშნავია, რომ 6 მსჯავრდებული საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებს და დანაშაულს არ აღიარებს. ისინი საკუთარი სიმართლის დაცვას სააპელაციო სასამართლოშ შეეცდებიან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პროკურორი - ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები