პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“საქართველო იღუპება“ - ბათუმელი მედროშის პირველი კომენტარი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ საქართველო ფაქტობრივად იღუპება და ყოველწუთიერად ქართველი ერის გენოციდი მიმდინარეობს.

“საქართველო იღუპება“ - ბათუმელი მედროშის პირველი კომენტარი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ
TV პირველი

ბათუმელმა მედროშემ ციხე დატოვა - როგორც მან საპატიმროს დატოვების შემდეგ თქვა, “საქართველო ფაქტობრივად იღუპება და ყოველწუთიერად მიდის გენოციდი ქართველი ერის.“

ჭავჭანიძემ გადარჩენის ერთადერთ გზად სიყვარული დაასახელა და თქვა, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია, რომელიც სიცოცხლეზე მეტიც კი ღირს.

მე ვარ სოხუმელი და 15 ვაჟკაცი, ბავშვობიდან ერთად რომ ვიზრდებოდით, ისინი დამეღუპა, სამყარო ხომ დამენგრა სოხუმში, ყველაზე მეტი საშინელება ის იყო, საზღვარი რომ გადმოვკვეთე და ძმა ძმას იარაღს რომ ესროდა, სამოქალაქო ომი რომ მიდიოდა, ერთმანეთს ვხდოცავდით, ამაზე მეტი საშინელება არაფერია. ერთადერთი გზა ხსნისკენ, სიყვარულია, საქართველო ფაქტობრივად იღუპება, ყოველწუთიერად მიდის გენოციდი ქართველი ერის. რუსული მმართველობა რას ნიშნავს, „გრუზია ბეზ გრუზინ“ ესაა რუსული მმართველობა. ფასდაუდებელია თავისუფლება, სიცოცხლეც კი არ ღირს თავისუფლებაზე მეტი, ყველას ვუსურვებ გათავისუფლებას, - თქვა ჭავჭანიძემ.

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ზურაბ ჭავჭანიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, მას ერთი წელი და ერთი თვე რეალური სასჯელი და ორი წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

ჭავჭანიძეს თბილისი საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო საპროცესო შეთანხმება მხარეებმა სააპელაციო სასამართლოში გააფორმეს.

ასევე ამავე საქმეზე მსჯავრდებულებმაც, ნანა სანდერმა და ირაკლი ჩხვირკვიამაც პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველო ფაქტობრივად იღუპება და ყოველწუთიერად მიდის გენოციდი ქართველი ერის.“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, საპატიმრო 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა - ზურაბ ჭავჭანიძემაც დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები