პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის, ყველასთვის და მათ შორის, პირველ რიგში ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როდესაც ასე ვითარდება პროცესები, როდესაც გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის

ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რომ გუნდის ყოფილი წევრები სასჯელს იხდიან. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა.

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის, ყველასთვის და მათ შორის, პირველ რიგში ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როდესაც ასე ვითარდება პროცესები, როდესაც გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის
იმედინიუსი

ჩვენთვის, ყველასთვის და მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როდესაც ასე ვითარდება პროცესები, როდესაც გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მან განმარტა, პოლიტიკური საბჭოს სხდომასა და უმრავლესობის სხდომაზე კონკრეტულად რა საკითხებზე ისაუბრა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

„პროცესები იცით, რაც იყო. არიან ადამიანები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. არსებითად ამაზე იყო საუბარი.

ჩვენთვის, ყველასთვის და მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როდესაც ასე ვითარდება პროცესები, როდესაც გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის. ეს არის პირველ რიგში გულსატკენი და რა თქმა უნდა, ეს გულის ტკივილი გამოითქვა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. სამწუხაროა, რაც მოხდა. ეს იყო გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა. ეს არის კომენტარი, რაც შეიძლება გაკეთდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, რომ დადგეს ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალების საკითხი, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ამაზე საუბარი არ ყოფილა“.

„ძალიან ზოგადად შეეხო ბატონი ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ პროცესებს და ზოგადი შეფასება გააკეთა“, - დასძინა კობახიძემ.

ამასთან, კითხვა ეხებოდა მამუკა მდინარაძესაც. მისივე თქმით, მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან გასულია.

„კითხვები ისმება-ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით. მგონი, არასწორია ამ საკითხის ზედმეტად წინ წამოწევა, როდესაც ადამიანი პოლიტიკიდანაა გასული. მე ვერ ვხედავ კითხვებისთვის საფუძველს“, - აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, რაიმე სამართლებრივი პროცესი მოსალოდნელია თუ არა მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით, კობახიძემ განაცხადა, რომ ამ შეკითხვას არავითარი საფუძველი არ აქვს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურიშეხვედრაზე ივანიშვილმა ღარიბაშვილზე და მდინარაძეზე ისაუბრა
  2. TV პირველიოპოზიციურიკობახიძე პასუხობს კითხვას, ისაუბრეს თუ არა ივანიშვილთან ღარიბაშვილის შეწყალებაზე
  3. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ოცნების“ პოლიტსაბჭოზე ღარიბაშვილსა და მდინარაძეზეც ისაუბრეს - რას ამბობს კობახიძე?
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა თავისი წუხილი და იმედგაცრუება გამოხატა, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემულები - შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები